# FLYONE Armenia ავიაკომპანია “ფლაივან არმენია”

- Link: https://avia.ge/flyone-armenia-airlines/
- Published: 2022-02-04T14:51:51+04:00
- Author: Anuka Robakidze

სომხური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FLYONE Armenia 2021 წელს დაარსდა. ის მოლდოვური
ავიაკომპანიის, Flyone -ის შვილობილია ავიაკომპანიაა. Flyone Armenia -ს მთავარი ბაზა
ერევანში, ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტშია.

როგორც ცნობილია, მოლდოვურმა ავიაკომპანია Flyone – მა ახალი ავიაკომპანიის შექმნისთვის
60 მილიონი ევროს ინვესტიცია გაიღო. Flyone Armenia -მ ოპერირების ნებართვა 2021 წლის
29 ოქტომბერს მიიღო, პირველი ფრენა კი 2021 წლის 15 დეკემბერს შეასრულა.

Flyone Armenia დღეისათვის 10 ქვეყნის 13 მიმართულებით ასრულებს ფრენებს. ეს ქვეყნებია:
საქართველო, [თურქეთი](https://avia.ge/aviabiletebi-turqeti/), ისარელი, საფრანგეთი,
ირანი, ლიბანი, მოლდოვა, რუსეთი, [უკრაინა](https://avia.ge/ukrainis-aviabiletebi/)
და არაბთა გაერთიანებული საემიროები.

საქართველოში ოპერირების ნებართვა Flyone Armenia -ს უკვე მიენიჭა და ის რეისებს შეასრულებს
ერევნიდან როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში.

 
