# ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარს flyadeal-ი უბრუნდება

- Link: https://avia.ge/flyadeal-returns-to-the-georgia/
- Published: 2023-03-28T12:26:57+04:00
- Author: Anuka Robakidze

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, **საუდის არაბეთის ავიაკომპანია **[**flyadeal** ](https://avia.ge/flyadeal-airways-georgia/)-
ი, საქართველოს ავიაბაზარს უბრუნდება. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების
ოპერატორ კომპანია _TAV __Georgia_-ში განმარტავენ, _**flyadeal Airways** _-ი მიმდინარე
წელსაც, ისევე როგორც გასულ წელს, [**თბილისის აეროპორტი**](https://avia.ge/tbilisis-aeroporti/)-
დან ფრენებს _**რიადის**_, _**ჯედადს** _და _**დამამის** _მიმართულებით განახორციელებს.

**TAV ****Georgia** -ში არსებული განრიგის მიხედვით, **ფლაიადეალი**​ ივნისიდან ფრენებს
შემდეგი სიხშირეებით განაახლებს: **თბილისი-რიადი-თბილისი** კვირაში 3 სიხშირე, **თბილისი-
ჯედა-თბილისი** კვირაში 3 სიხშირე და **თბილისი-დამამი-თბილისი** კვირაში 2 სიხშირე.

აღსანიშნავია, რომ [საუდის არაბეთის](https://avia.ge/saudis-arabetis-aviabiletebi/)
ავიაკომპანიამ ოპერირება 2017 წელს, შიდა რეისებით დაიწყო, მოგვიანებით კი ფრენის არეალი
მეზობელ ქვეყნებში გააფართოვა.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია **flyadeal-ი საქართველოს ავიაბაზარზე** 2022 წელს შემოვიდა
და რეისებს მხოლოდ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გვთავაზობს. 

#### **ავიაკომპანია flyadeal-ის ავიაბილეთების შესაძენად, დაგვირეკეთ ნომერზე: 󠀁[551 907 907](https://avia.ge/flyadeal-returns-to-the-georgia/551 907 907)󠁿**
