# სომხეთის ავიახაზები / Fly Arna

- Link: https://avia.ge/fly-arna/
- Published: 2022-10-15T13:41:19+04:00
- Author: Anuka Robakidze

**Fly Arna** სომხეთის ეროვნული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. დაარსდა [ერევანში](https://avia.ge/aviabiletebi-yerevan/),
ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში, 2021 წლის ივლისში.

საჰაერო ოპერატორის სერთიფიკატი **2022 წლის მაისში**, სომხეთის სამოქალაქო ავიაციის
კომიტეტისგან მიიღო და დაამატა თავისი პირველი **Airbus A320-200 **174 ადგილიანი თვითმფრინავი.
დღეისათვის **ავიაკომპანიის ფლოტი 2 Airbus A320-საგან შედგება**.

2022 წლის 3 ივლისს ავიაკომპანიამ შეასრულა **პირველი დაგეგმილი სამგზავრო ფრენა** 
[ეგვიპტის](https://avia.ge/egypt-aviabiletebi/) ქალაქ ჰურგადაში. **საქართველოს მიმართულებით**
კი პირდაპირ ფრენებს, 2022 წლის **30 ოქტომბრიდან განახორციელებს**, ზვარტნოცის საერთაშორისო
აეროპორტიდან [თბილისის საერთაშორისო აეროპორტი](https://avia.ge/tbilisis-aeroporti/)-
ს მიმართულებით.

**ფლაი არნა **-ს პირდაპირი ფრენები ამ ეტაპისათვის მოიცავს: _ჰურგადა, [Შარმ ელ შეიხი](https://avia.ge/aviabiletebi-sharm-el-sheikh/),
მოსკოვი, სოჭი და თბილისი._ ავიაკომპანია **ფრენების დაწყებას გეგმავს** ქუვეითსისა
და ბეირუთის მიმართულებით, როგორც შემდეგი მიმართულებები და განაგრძობს მსოფლიოს სომხეთთან
დაკავშირებას.

**Fly Arna** ფოკუსირებულია საიმედოობაზე, მგზავრთა კომფორტზე და ხელმისაწვდომ ავიაბილეთებზე.

ავიაკომპანიის ეკიპაჟი უზრუნველყოფს ავიახაზების საიმედოობას არარეგულარულ და საგანგებო
მოთხოვნებზე ეფექტური რეაგირებით, უსაფრთხოების, ეფექტურობისა და მომხმარებლის კმაყოფილების
გათვალისწინებით.

### ესტუმრეთ მსოფლიოს ერთ-ერთ საინტერესო ქალაქს აღნიშნული ავიაკომპანის მეშვეობით. შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები მარტივად. ამისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე: **󠀁[551 907 907](https://avia.ge/fly-arna/551 907 907)󠁿**
