# თბილისი კოშიცე ავიაბილეთები 353 ლარიდან

- Link: https://avia.ge/flights/tbilisi-kosice-flights/
- Published: 2026-11-17T13:55:27+04:00
- Author: Tinatin

## **იაფი ავიაბილეთები თბილისიდან კოშიცეში**

სლოვაკეთის სიდიდით მეორე ქალაქი კოშიცე ცენტრალური ევროპის გამორჩეული, თუმცა ნაკლებად
ცნობილი ქალაქია. 2013 წელს კოშიცე ევროპის კულტურის დედაქალაქი იყო, თუმცა ევროპის
სხვა ქალაქებთან შედარებით ტურისტებში ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარულია.

ჯერ მხოლოდ შორიდან თვალიერებაც კმარა იმის სანახავად, თუ რაოდენ საოცარი კულტურისა
და ისტორიის ქალაქია კოშიცე. მისი ძველი გოთიკური სტილის შენობები ნებისმიერი მნახველის
გულს უმალვე მოიგებს. თუ საიდუმლო ღირსშესანიშნაობების აღმოჩენაზე გული თქვენც გიჩქარდებათ,**
თბილისი კოშიცე ავიაბილეთები** უდიდეს თავგადასავლებს გპირდებათ. აქაურობა ისტორიულ
და არქიტექტურულ მრავალფეროვნებას კარგად უთავსებს ევროპული კაფეებისა და კომფორტის
ესთეტიკას. მოკლედ, იჩქარეთ და დაასწარით მოგზაურობის მოყვარულ ადამიანთა უმეტესობას
ამ ქალაქის ახლოდან გაცნობა.
