# FlyArystan 1-დან 31 ივლისის ჩათვლით ქუთაისიდან ყაზახეთის 5 ქალაქში იფრენს

- Link: https://avia.ge/flights-from-kutaisi-to-5-cities-in-kazakhstan/
- Published: 2025-06-30T18:24:14+04:00
- Author: Anuka Robakidze

ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია _**ფლაიარისტანი** _**ივლისში ქუთაისის მიმართულებით
ფრენების რაოდენობას ზრდის**. კომპანიის განცხადებით, 1-დან 31 ივლისის ჩათვლით, ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტიდან **ხუთ ყაზახურ ქალაქში** რეგულარული რეისები შესრულდება.

#### **მიმართულებების განრიგი ასე გამოიყურება:**

 * **ატირაუ** – ფრენები ჩატარდება კვირაში ექვსჯერ: ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს,
   ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას;
 * **აქტაუ** – კვირაში ხუთი სიხშირე: ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა 
   და შაბათს;
 * **შიმკენტი** – რეისები ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება;
 * [**ასტანა**](https://avia.ge/nur-sultan-aviabiletebi/) – ფრენები კვირაში ექვსჯერ:
   ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას;
 * **ალმათი** – რეისების რაოდენობა უცვლელი რჩება და კვირაში ოთხჯერ შესრულდება: ორშაბათს,
   ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.

### FlyArystan ფრენები ქუთაისიდან

 | მიმართულება | გამგზავრების თარიღი | დაბრუნების თარიღი | ავიაკომპანიის ლოგო | ავიაბილეთების მოძებნა | 
   | ალმათი | 19 აპრილი 2027 | 29 აპრილი 2027 | ⌊FlyArystan⌉ | [ავიაბილეთები 655  -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DKUT%252526destination_iata%25253DALA%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-04-19%252526return_date%25253D2027-04-29%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | ასტანა | 15 დეკემბერი 2026 | 22 დეკემბერი 2026 | ⌊FlyArystan⌉ | [ავიაბილეთები 547  -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DKUT%252526destination_iata%25253DNQZ%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-12-15%252526return_date%25253D2026-12-22%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | აქთაუ | 11 დეკემბერი 2026 | 14 დეკემბერი 2026 | ⌊FlyArystan⌉ | [ავიაბილეთები 348  -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DKUT%252526destination_iata%25253DSCO%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-12-11%252526return_date%25253D2026-12-14%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) |

 

[**FlyArystan**](https://avia.ge/flyarystan/) არის **[ყაზახეთის](https://avia.ge/flights-to-kazakhstan/)**
პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც 2018 წელს დააარსა Air Astana-მ და 
2019 წლიდან აქტიურად ახორციელებს ფრენებს.

ავიაკომპანია ოპერირებს თანამედროვე **Airbus A320** ტიპის ავიახომალდებით და გამოირჩევა
ხელმისაწვდომი ტარიფებით, რეგულარული მიმართულებებით და სწრაფად მზარდი საერთაშორისო
ქსელით.

FlyArystan უკვე დამკვიდრებულია როგორც ერთ-ერთი წამყვანი დაბალბიუჯეტური გადამზიდავი
ცენტრალურ აზიაში და განთქმულია მაღალი ხარისხის სერვისით, რაც Skytrax-ის 4-ვარსკვლავიანი
რეიტინგითაც არის აღიარებული.

**Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე:
[551 907 907](https://avia.ge/flights-from-kutaisi-to-5-cities-in-kazakhstan/+995 551 907 907)**
