Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

დიდთოვლობის გამო გაუქმდა ფრენები გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში

გაუქმებული ფრენები

დიდი თოვლისა და ყინვის გამო, გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიაში ფრენები გაუქმდა. გაერთიანებულ სამეფოში, მანჩესტერის, ლივერპულის (ჯონ ლენონის) და ბირმინგემის აეროპორტებში დროებით დაიხურა ასაფრენ-დასაფრენი ზოლები, რამაც გამოიწვია ფრენების გადადება და გაუქმება.

გერმანიაში, შეფერხებით მუშაობს ფრანკფურტის, მიუნხენის, შტუტგარტისა და ბერლინის აეროპორტები. ფრანკფურტის აეროპორტში 1,990 დაგეგმილი ფრენიდან 120 გაუქმდა, რადგან ასაფრენ-დასაფრენი ზოლების გაწმენდა და თვითმფრინავების ყინულის მოცილება რთულდებოდა. “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, სულ გერმანიაში 180 ავიარეისი გაუქმდა.

ასეთი ამინდის პირობებში, ასაფრენ-დასაფრენი ზოლების გაწმენდა და თვითმფრინავების ყინულისგან განთავისუფლება რთული და დროში გაწელილი პროცესია, რაც იწვევს ფრენების შეფერხებას.

ქუთაისი ფრანკფურტი

Departure atReturn atAirlineFind tickets
18 September 202621 September 2026Wizz Airავიაბილეთები 1 078 -დან
2 October 20269 October 2026Wizz Airავიაბილეთები 933 -დან
7 November 202617 November 2026Wizz Airავიაბილეთები 373 -დან

 

რეკომენდაციები მგზავრებისთვის:

თუ გეგმავთ ფრენას გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში, მნიშვნელოვანია, ყურადღებით ადევნოთ თვალი ამინდის პროგნოზს და ავიაკომპანიების განცხადებებს.

გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე შეამოწმეთ თქვენი ფრენის სტატუსი ავიაკომპანიის ვებგვერდზე ან დაუკავშირდით მათ სატელეფონო ცენტრს. გააქტიურეთ SMS ან ელ.ფოსტის შეტყობინებები ავიაკომპანიისგან, რათა მიიღოთ ოპერატიული ინფორმაცია ფრენის ცვლილებების შესახებ. ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ გამგზავრების და დანიშნულების აეროპორტების ვებგვერდებს, სადაც შეძლებთ მიიღოთ ინფორმაცია ფრენების სტატუსის შესახებ.

დაგეგმეთ ფრენები Avia.ge-სთან ერთად და გაიმარტივეთ მოგზაურობა. დაგვირეკეთ: 551 907 907

Exit mobile version