# თბილისიდან ურუმჩის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

- Link: https://avia.ge/flight-frequency-tbilisi-urumchi/
- Published: 2024-04-12T17:26:12+04:00
- Author: Anuka Robakidze

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილეს
სახელმწიფო ავიაკომპანია – **China Southern Airlines **-ის ადგილობრივ მენეჯმენტს 
შეხვდა. მხარეები ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის თანამშრომლობის ისეთ სტრატეგიაზე
შეთანხმდნენ, რაც ჩინეთიდან საქართველოში და პირიქით, მგზავრთნაკადის ზრდას შეუწყობს
ხელს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ **_ურუმჩი [თბილისი](https://avia.ge/tbilisis-aeroporti/)
თბილისი ურუმჩი_** **-ს საჰაერო ხაზზე ფრენების სიხშირეები გაიზრდება**.

### თბილისი ურუმჩი

 | გამგზავრების თარიღი | დაბრუნების თარიღი | ავიაკომპანიის ლოგო | ავიაბილეთების მოძებნა | 
   | 4 თებერვალი 2027 | 14 თებერვალი 2027 | ⌊China Southern Airlines⌉ | [ავიაბილეთები 1 461 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.directionNostops_tp_direct_flights_route_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DURC%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-02-04%252526return_date%25253D2027-02-14%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) |

 

,,China Southern Airlines -თან შეხვედრის მიზანი ზაფხულის სეზონისთვის მზადება და 
ის წინამოსამზადებელი სამუშაოების განხილვა გახლდათ, რაც მიზნად ისახავს **საქართველოს
მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზოდ მიმოსვლის ძალაში შესვლას**. განვიხილეთ ის შესაძლებლობები,
რაც ორივე თანამშრომლობისთვის გაგვაჩნია. საჭიროებები, იმისთვის, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე
გავზარდოთ სიხშირეები და დავსახოთ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც განამტკიცებს ქვეყნებს
შორის მგზავრთნაკადის ზრდას‘‘,-განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის** ჩინეთში
უვიზოდ მიმოსვლა იქნება შესაძლებელი**. უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთანავე კი თბილისისა
და ჩინეთის უმსხვილესი ქალაქების ერთმანეთთან **პირდაპირი ავიარეისებით დაკავშირება
განიხილება**. 2023 წელს, ჩინეთიდან საქართველოს თითმის 50 000 ვიზიტორი ეწვია. რაც
2022 წელთან შედარებით 555%-იანი ზრდაა.

## **შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკეთ: 󠀁[551 907 907](https://avia.ge/flight-frequency-tbilisi-urumchi/551 907 907)󠁿 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.**
