ავიაბილეთები ყველაზე იაფად

საფრანგეთში ათასობით ფრენა გაუქმდა

ფრენების შეფერხება საფრანგეთში

2024 წლის 25 აპრილს, საფრანგეთის ორ მთავარ აეროპორტში ორლისა და ჩარლზ-დე-გოლის საერთაშორისო აეროპორტებში ათასობით ფრენა გაუქმდა. ავიამიმოსვლა ასევე შეფერხდა მარსელშიც და ნიცაშიც.

პარიზის აეროპორტების აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ეს იყო ყველაზე დიდი გაფიცვა ფრენების გაუქმების მაჩვენებლის მიხედვით.

მიზეზი საჰაერო მოძრაობის კონტროლის თანამშრომლების მიერ გაფიცვა გახლდათ, რომელიც გამოწვეული იყო ხელფასების ზრდის მოთხოვნით. ისინი სხვა საკითხებთან ერთად, 5 წლის განმავლობაში ხელფასის 25%-ით გაზრდას ითხოვენ.

25 აპრილს, საფრანგეთის აეროპორტებში სულ 2300 ფრენა გაუქმდა, რაც 3/4 -ს შეადგენს. ევროპის მასშტაბით – 2000, ხოლო 1000 ავიარეისი იძულებული გახდა შეეცვალა მარშრუტები, რათა თავიდან აეცილებინა საფრანგეთის საჰაერო სივრცეში მოხვედრა.

ჯერ-ჯერობით გაურკვეველია კვლავ აპირებენ თუ არა საჰაერო კონტროლის მოძრაობის თანამშრომლები გაფიცვას.

ქუთაისი პარიზი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
12 ივნისი 202515 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 515 -დან
6 ივლისი 202520 ივლისი 2025Wizz Airავიაბილეთები 905 -დან
14 აგვისტო 202521 აგვისტო 2025Wizz Airავიაბილეთები 926 -დან

თუ შეძენილი გაქვთ საფრანგეთის მიმართულებით ავიაბილეთები, ახლო პერიოდში, აუცილებლად გადაამოწმეთ ინფორმაცია ფრენებთან დაკავშირებით.

შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version