Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

როგორ დავძლიოთ ფრენის შიში – ფსიქოლოგის 5 რჩევა

A woman experiencing a panic attack or anxiety due to aerophobia while sitting in an airplane seat next to a window.

აეროფობია ბუნებრივი მოვლენაა და ის ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს არ არის განუკურნებელი მდგომარეობა და მისი დაძლევა თავისუფლად შეიძლება.

თუ გეშინიათ თვითმფრინავით მგზავრობის და ფრენის, ან თქვენი ახლობელი ადამიანი ვერ ძლევს ამ შიშს, ეს სტატა თქვენთვისაა. ამ ბლოგში, თქვენ წაიკითხვთ პროფესიონალი ფსიქოლოგების 5 რჩევას, რომლებიც დაგემარებათ ფრენისას სტრესისა და პანიკური შიშის დამარცხებაში.

ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ აეროფობისს გამო ვერ მოგზაურობს, ვერ ნახულობს მისთვის საყვარელ და საოცნებო ადგილებს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ გაითვალისწინოთ ფსიქოლოგების რჩევები და ტრიუმფალურად გაიმარჯვოთ შიშზე.  მაგალითად, თუ თქვენი ოცნებაა ჩინეთის კედლის მოახულება და აქამდე ამ ოცნებას ვერ ისრულებდით, აეროფობიის დამარცხების შემდეგ, თბილისი პეკინი ავიაბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ Avia.ge-ზე სულ რამდენიმე წამში და აიხდინოთ ნანატრი სურვილი.

რა არის აეროფობია და რატომ გვეშინია ფრენის?

აეროფობია – თვითმფრინავით ან სხვა სახის საშუალებით ფრენის შიში. აგრეთვე შეიძლება განიხილოს, როგორ ჰაერისა და გამჭოლი ქარის ფობია. აეროფობიით შეპყრობილი ხალხი თავს არიდებს ფრენას. ფრენის ხსენებისას მათ შეიძლება პანიკური შეტევაც კი დაეწყოთ.

გამომწვევი მიზეზები

რატომ არის თვითმფრინავი ყელაზე უსაფრთხო ტრანსპორტი?

ფსიქოლოგის 5 რჩევა ფრენის წინ და ფრენის დროს

  1. ცოდნა ძალაა – საინფორმაციო თერაპია

ფსიქოლოგები ყველას გვირჩევენ, რომ კარგად გავერკვეთ ფრენის ტექნიკურ მხარეში. შიში ძალიან ხშირად გაურკვევლობისგან მოდის. ჩვენ გვეშინია იმის, რაც არ ვიცით, შეუცნობელია და გარკვეულ წარმოდენებს ვიქმნით წინასწარ. ასევეა ფრენაზეც, მგზავრებს არ აქვთ გააზრებული თუ რამდენად უსაფრთხოა ფრენა მაგალითად, მანქანასთან შედარებით.
ტურბულენტობა არ არის საფრთხე, არამედ ეს არის გზის უსწორმასწორობა ჰაერში, რაც ისეთივე ბუნებრივია, როგორც მანქანის შერყევა გზაზე.
ტურბულენტობის დროს, თვითმფრინავი ვერ ჩამოვარდება. უნდა წარმოიდგინოთ, რომ თითქოს ჟელეში ხართ და ირყევით.

  1. 5-4-3-2-1 ტექნიკა (დამიწება)
    ეს არის კლასიკური ფსიქოლოგიური მეთოდი პანიკური შეტევის დროს. როდესაც მგზავრი შფოთავს, მან უნდა იპოვოს გარშემო:

Cheap Flights from Tbilisi

DestinationDeparture atReturn atFind tickets
Adler/Sochi21 December 202623 December 2026ავიაბილეთები 166 -დან
Milan20 April 202724 April 2027ავიაბილეთები 215 -დან
Geneva4 December 202611 December 2026ავიაბილეთები 257 -დან
Moscow26 December 202611 January 2027ავიაბილეთები 288 -დან
Yerevan9 October 202611 October 2026ავიაბილეთები 297 -დან
Ankara9 November 202616 November 2026ავიაბილეთები 347 -დან
Mineralnye Vody3 October 20268 October 2026ავიაბილეთები 357 -დან
Warsaw7 December 202611 December 2026ავიაბილეთები 368 -დან
Antalya22 October 202629 November 2026ავიაბილეთები 387 -დან
London5 December 202612 December 2026ავიაბილეთები 390 -დან
  1. მართეთ სუნთქვა (კვადრატული სუნთქვა)

შფოთვისას სუნთქვა ხშირდება, რაც ტვინს სიგნალს აძლევს, რომ საფრთხეში ვართ.
ტექნიკა: ჩაისუნთქეთ ოთხი წამის განმავლობაში, შეიკავეთ 4 წამი, ამოისუბთქეთ 4 წამი და ისევ  გაჩერდით 4 წამი. ეს ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ეხმარება ადამიანებს დაწყნარებაში.

  1. ნუ ეცდებით შიშის სრულ ბლოკირებას

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ რაც უფრო მეტად ვებრძვით შიშს, მით მეტად იზრდება ის.
რჩევაა, აღიაროთ – „დიახ, ახლა მეშინია და ეს სრულიად ნორმალურია!“ მიეცით თავს უფლება, იყოთ შეშინებული. მაგრამ ნუ მისცემთ შიშს  მოქმედების საშუალებას.

  1. ყურადღების გადატანის სტრატეგია
    ტვინი ვერ კონცენტრირდება ორ რამეზე ერთდროულად, შესაბამისად, საუკეთესო ვარიანტია, თუ ყურადღებას სხვა საკითხზე გადაიტანთ (მაგალითად: ფილმზე ან გვერდით მჯდომ ადამიანთან საუბარზე).
    გირჩევთ, გონების რთული ამოცანებით ან აუდიოწიგნებით დატკბეთ.

რა არ უნდა გააკეთოთ ფრენისას

საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრენის შიშის დაძლევა ჰორიზონტებს გიხსნით და საშუალებას გაძლევთ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოხვდეთ. გრძელ დისტანციებზე ფრენა თანამედროვე, კომფორტული ლაინერებით სრულდება, სადაც უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებია. შეგიძლიათ, თავისუფლად შეიძინოთ: თბილისი ტოკიო ავიაბილეთები და მოინახულოთ მადრიდი. ასე, რომ აეროფობიის ადგილი თვითმფრინავში არ არის!

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში.
დ
აგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version