ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Eurowings – ი შტუტგარდსა და თბილისს შორის იწყებს ოპერირებას

Eurowings იწყებს ფრენებს

გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings – ი საქართველოს საავიაციო ბაზარს 2021 წლის 4 ივლისს შემოუერთდა. ავიაკომპანიამ ოპერირება დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე დაიწყო და დღემდე ასრულებს ფრენებს ამ მიმართულებით.

გერმანული მედიის მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ Eurowings -ი შტუტგარდიდან ახალ მიმართულებებს ამატებს და მათ შორის არის თბილისიც. ავიაკომპანია შტუტგარდი – თბილისი – შტუტგარდის საჰაერო ხაზზე 2022 წლის 19 ივლისიდან დაიწყებს ფრენების შესრულებას. ფრენები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს შესრულდება.

როგორც უკვე ვახსენეთ, Eurowings – ი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა და საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებს გვთავაზობს ავიაბილეთებზე. ამიტომ, განსაკუთრებით სასიხარულოა ამ ავიაკომპანიის მიერ ახალი მიმართულებების დამატება საქართველოს მიმართულებით.

Exit mobile version