ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Eurowings-ის წესები და პირობები

Eurowings წესები და პირობები

Eurowings -ი გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომლის მთავარი ბაზა დიუსელდორფის აეროპორტში მდებარეობს. ეუროვინგსი 1993 წლიდან ახორციელებს რეისებს როგორც ევროპის, ისე საერთაშორისო მიმართულებით.

დღეისათვის ავიაკომპანია ფრენებს მსოფლიოს 200-ზე მეტი მიმართულებით ასრულებს, როგორიცაა: ბარსელონა, ბარი, ამსტერდამი, ბერლინი, ბრიუსელი, ბუქარესტი, კატოვიცე, ჟენევა, ჰამბურგი, ედინბურგი და სხვ.

რაც შეეხება ინტერკონტინენტურ ფრენებს, ის მოიცავს: დუბაის, ბანგკოკს, კარიბის კუნძულებს და სხვ.

ამ სტატიაში დეტალურად გაეცნობით Eurowings-ის წესებსა და პირობებს.

აქ არის Eurowings-ის გაუქმების პოლიტიკის მნიშვნელოვანი პუნქტები. სანამ ფრენის გაუქმებას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ გაეცანით ამ მნიშვნელოვან პუნქტებს, რათა უკეთ გაეცნოთ გაუქმების პოლიტიკას.

ონლაინ რეგისტრაცია

Eurowings-ი მგზავრებს საშუალებას აძლევს განახორციელონ ონლაინ რეგისტრაცია გამგზავრებამდე 72 საათით ადრე.

აეროპორტში რეგისტრაცია

რეგისტრაცია იხსნება გამგზავრებამდე 2 საათით ადრე და იხურება დაგეგმილ გამგზავრებამდე 40 წუთით ადრე.

ხელბარგი

თითოეულ მგზავრებს უფლება აქვთ ისარგებლონ უფასო ხელბარგით, რომლის ზომა არ აღემატება 55x40x23 სმ-ს და 8 კგ-ს.

ასევე თან შეუძლიათ ჰქონდეთ ხელჩანთა ლეპტოპისთვის, საფულისთვის და პირადი ნივთებისთვის, რომლეიც შედის BASIC მგზავრობის საფასურში და ზომა არ აღემატება 40x30x25 სმ-ს.

ჩასაბარებელი ბარგი

Eurowings გთავაზობთ სამ განსხვავებულ ვარიანტს მგზავრებისთვის: 12 კგ-მდე, 23 კგ-მდე ან 32 კგ-მდე.

თითოეულ ადამიანზე შესაძლებელია მაქსიმუმ 5 ჩასაბარებელი ჩანთის ტრანსპორტირება რომლეთა წონა არ აღემატება 32 კგ-ს. მაქსიმალური ზომები კი 157 სანტიმეტრს (სიგრძე + სიგანე + სიმაღლე).

სპორტული აღჭურვილობა

სპორტული აღჭურვილობა, როგორიცაა თხილამურები, ჩაითვლება როგორც ერთი შემოწმებული/დაჭერილი ნივთი. თუმცა, სხვა სპორტულ ინვენტარს, როგორიცაა გოლფის ჩანთები, სპორტული იარაღი, ველოსიპედები, სერფინგის დაფები, იალქნები და მყვინთავთა აღჭურვილობა ემატება დამატებით გადასახადი.

აღნიშნული ავიაკომპანია ფრენებს ახორციელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე:  551 907 907

Exit mobile version