# Eurowings თბილისის აეროპორტიდან ფრენებს განახლდება

- Link: https://avia.ge/eurowings-renews-flights/
- Published: 2022-03-30T13:56:08+04:00
- Author: Anuka Robakidze

გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია “Eurowings” , რომელიც საქართველოს საავიცაიო
ბაზარს 2021 წელს შემოუერთდა, ფრენებს ანახლებს. კერძოდ, ავიაკომპანია [დიუსელდროფი](https://avia.ge/aviabiletebi-dusseldorf/)–
თბილისი – დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე 17 აპრილიდან განაახლებს ოპერირებას.

[Eurowings](https://avia.ge/airlines/eurowings-flights/) -ი 17 აპრილიდან 23 ოქტომბრამდე
პერიოდში დუისელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 1 სიხშირით შეასრულებს რეისებს, ხოლო
5 მაისიდან 27 ოქტომბრამდე პერიოდში კი კიდევ ერთ სიხშირეს დაამატებს. შესაბამისად,
ამ პერიოდში Eurowings-ი დუისელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს
ფრენებს.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია 19 ივლისიდან გერმანიის კიდევ ერთი ქალაქის, [შტუტგარდის მიმართულებით იწყებს ოპერირებას](https://avia.ge/eurowings-start-flights-2/).
შტუტგარდი – თბილისი – შტუტგარდის საჰაერო ხაზზე Eurowings – ი კვირაში 2 სიხშირით 
იფრენს.
