# შესაძლოა Eurowings -ი ქუთაისის აეროპორტშიც ვიხილოთ

- Link: https://avia.ge/eurowings-flights-from-kutaisi/
- Published: 2023-02-27T14:58:32+04:00
- Author: Anuka Robakidze

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი – ირაკლი ქარქაშაძე, აქტიურ მოლაპარაკებებს
აწარმოებს გერმანულ ავიაკომპანია **[Eurowins](https://avia.ge/airlines/eurowings-flights/)**-
თან, რომ ფრენები **[ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი](https://avia.ge/qutaisis-aerporti/)**-
დანაც შემოგვთავაზოს.

როგორც თქვენთვის ცნობილია, ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე **2021 წლის 4 ივლისიდან**,
თბილისის აეროპორტში შემოვიდა, რომელმაც ფრენები **დიუსელდორფის მიმართულებით** დაიწყო,
მოგვიანებით კი, 2022 წლის 19 ივლისიდან, ახალი მიმართულება – **შტუტგარტი** დაამატა.

იქედან გამომდინარე, რომ გერმანია ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა,**
ზაფხულის სეზონისთვის** თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან, პირდაპირი რეგულარული
რეისები** 9 ქალაქის მიმართულებით** განხორციელდება.

 

**ეუროვინგსი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია**ა. მათი სატარიფო პოლიტიკა _BASIC, SMART_
და _BIZclass_ სახის ავიაბილეთებზეა გათვლილი და ის საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებს გვთავაზობს.
ამიტომ, განსაკუთრებით სასიხარულოა იმის გაგება, რომ ავიაკომპანიამ შესაძლოა ფრენები
ქუთაისიდანაც შემოგვთავაზოს.

#### **გერმანიის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით ნომერზე: **** ****󠀁[551 907 907](https://avia.ge/eurowings-flights-from-kutaisi/551 907 907)󠁿**
