ერევანი რომი -ს მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა, ერთ-ერთი ბიუჯეტური გზაა იტალიის დედაქალაქის მოსანახულებლად. ამ სტატიაში გაიგებ, რომელი ავიაკომპანია ასრულებს პირდაპირ ფრენებს ერევნიდან რომში და რა უნდა მოინახულო ქალაქში ყოფნისას.
რომი, იტალიის დედაქალაქი და ლაციოს რეგიონის მთავარი ქალაქი, ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია მსოფლიო ისტორიაში. ლეგენდის მიხედვით იგი ძვ. წ. 753 წელს დაარსდა. რომი ცნობილია როგორც “მარადიული ქალაქი” (Città Eterna) თავისი მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის გამო, რაც მას განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის მოგზაურებისა და ისტორიის მოყვარულებისთვის.
დროთა განმავლობაში რომი პატარა დასახლებული პუნქტიდან მძლავრ იმპერიად გადაიზარდა, რომელსაც მთელი ხმელთაშუა ზღვისპირეთი ჰქონდა დაპყრობილი. ქალაქი დღემდე რჩება კულტურისა და ხელოვნების ეპიცენტრად. აქ თავმოყრილია მსოფლიოში განთქმული ცნობილი მუზეუმები და გალერეები, ასევე იმართება არაერთი მნიშვნელოვანი ფესტივალი და კულტურული ღონისძიება. ქალაქში დიდი გავლენა აქვს კინემატოგრაფიასა და მოდასაც.
როგორ მოხვდე ერევანის აეროპორტში ყველაზე მარტივად?
საქართველოსა და სომხეთის დედაქალაქებს შორის საკმაოდ კარგი სატრანსპორტო კავშირია და ქალაქს შორის გადაადგილება, არაერთი გზითაა შესაძლებელი. პირველ რიგში, ერევანსა და თბილისს შორის მანძილი, მხოლო 273 კილომეტრია, რომლის დაფარვასაც ავტომობილით სულ რაღაც 5 საათი სჭირდება.
თბილისიდან ერევანში შესაძლებელია როგორც საკუთარი ავტომობილით გამგზავრება, ისე სამარშუტო ტაქსით. ასევე შესაძლებელია მატარებლითაც. ერევნის ცენტრიდან ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი დაახლოებით 12 კილომეტრია.
რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ერევანი რომი -ს მიმართულებით?
ერევნიდან რომში პირდაპირ რეისებს, უნგრული ავიაკომპანია wizz air ასრულებს. ფრენები ერევანი რომი რომი ერევანი -ს მიმართულებით ყოველდღე, კვირაში 7 სიხშირით სრულდება. აეროპორტებს შორის ფრენის დრო კი 4 საათი და 15 წუთია.
ერევანი რომი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
23 დეკემბერი 2024 | 31 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 320 -დან | |
16 იანვარი 2025 | 31 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 232 -დან | |
9 თებერვალი 2025 | 18 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 232 -დან | |
2 მარტი 2025 | 3 მარტი 2025 | ავიაბილეთები 232 -დან |
რა უნდა მოინახულო რომში ?
რომი მსოფლიო კულტურიისა და ისტორიის საგანძურია, ამიტომ მისი მონახულება ნამდვილად დიდი თავგადასავალია. რომში სტუმრობისას ბევრი დროა საჭირო, რომ ყველა ეს საოცრება მოინახულო, თუმცა თითოეული მათგანი აუცილებლად დაგიტოვებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას! აქ არის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობა, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო ქალაქში ყოფნისას:
- კოლიზეუმი – რომის ყველაზე ცნობილი სიმბოლო, კოლიზეუმი (Colosseo), არის ანტიკური რომის გლადიატორული ბრძოლების უზარმაზარი ამფითეატრი. ის აშენდა I საუკუნეში და დღემდე რჩება მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს არქიტექტურულ საოცრებად.
- ვატიკანის მუზეუმები და წმინდა პეტრეს ბაზილიკა – ვატიკანის ქალაქი რომშია და მისი ცენტრი გახლავთ წმინდა პეტრეს ბაზილიკა (Basilica di San Pietro), რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ქრისტიანული ეკლესიაა. არ გამოტოვო სიქსტის კაპელა (Cappella Sistina), სადაც მიქელანჯელოს ცნობილი ჭერის ფრესკებია.
- პანთეონი – ეს საოცარი ტაძარი, რომელიც ძვ. წ. I საუკუნეში აშენდა, ცნობილია თავისი გუმბათის ფორმის არქიტექტურით. პანთეონი შესანიშნავად არის შემონახული და წარმოადგენს რომაული არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს.
- რომაული ფორუმი – ეს იყო ძველი რომის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. აქ ნანგრევებში მოინახულებ Senate-ის შენობას, ტაძრებს და სხვა მნიშვნელოვან ძეგლებს, სადაც რომაული იმპერიის ისტორია ცოცხლდება.
- ტრივის შადრევანი (Fontana di Trevi) – ტრივის შადრევანი ყველაზე ცნობილ რომაულ შადრევანს წარმოადგენს. ტრადიციის თანახმად, რომ თუ ზურგით დადგები და შადრევანში მონეტას გადააგდებ, რომში კვლავ დაბრუნდები.
- ისპანეთის საფეხურები (Piazza di Spagna) – ეს ფართო, ბაროკოს სტილში აგებული კიბე რომის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია, სადაც ტურისტები იკრიბებიან. ისპანეთის საფეხურები ასევე აერთიანებს მრავალი მაღაზიასა და კაფეს.
- კასტელ სანტ’ანჯელო (Castel Sant’Angelo) – ეს სასახლე თავდაპირველად მავზოლეუმი იყო, თუმცა შემდეგ მრავალჯერ გადაკეთდა და დღეს ციხე-სიმაგრეს წარმოადგენს. მისგან ვატიკანისკენ საიდუმლო გვირაბი გადადის, რომელიც ისტორიულად პაპების თავშესაფრად გამოიყენებოდა.
- კამპიდოლიოს ბორცვი და მუზეუმები (Capitoline Hill and Museums) – ეს ბორცვი რომის 7 უძველესი ბორცვიდან ერთ-ერთია. კამპიდოლიოს მუზეუმები უმნიშვნელოვანეს რომაულ არტეფაქტებსა და ხელოვნების ნამუშევრებს ინახავენ.
- ვილა ბორგეზე (Villa Borghese) და ბორგეზეს გალერეა (Galleria Borghese) – რომის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პარკი, რომელიც საშუალებას მოგცცემს განიტვირთო. აქ მდებარეობს ბორგეზეს გალერეა, სადაც ბაროკოს პერიოდის მნიშვნელოვანი ნახატები და სკულპტურებია წარმოდგენილი.
- ტრასტევერე (Trastevere) – ტრასტევერე რომის ერთ-ერთი ყველაზე ხიბლიანი უბანია. მისი ვიწრო ქუჩები, ფერადი სახლები და უამრავი ტრადიციული იტალიური რესტორანი უნიკალურ ატმოსფეროს ქმნის.
როდისაა საუკეთესო დრო რომში სამოგზაუროდ ?
რომში სამოგზაუროდ საუკეთესო დროა გაზაფხული (აპრილი-ივნისი) და შემოდგომა (სექტემბერი-ოქტომბერი). ამ სეზონებზე ამინდი ყველაზე სასიამოვნოა – არც ძალიან ცხელა და არც ძალიან ცივა. ამასთან, ტურისტების ნაკადიც შედარებით ნაკლებია, ვიდრე ზაფხულში.
იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907