ავიაბილეთები ყველაზე იაფად

როგორ ვიმოგზაუროთ იაფად დუბაიში

დუბაი

არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდესი ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრია – დუბაი. სულ რაღაც 30 წელიწადში, მეთევზეების სოფელი, ერთ-ერთ პოპულარულ და ფუფუნებასთან ასოცირებულ ქალაქად გადაიქცა. დუბაი განსაკუთრებულია ყველაზე მაღალი შენობებითა და ხელოვნურად შექმნილი კუნძულებით.

ქუთაისიდან დუბაიში მოხვედრა ავიაკომპანია Flydubai-ის მეშვეობით შეგიძლიათ. რეისები კვირაში სამჯერ სრულდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დუბაის მიმართულებით, ნოემბრის თვეში ორმხრივი ავიაბილეთის ფასი 500 ლარიდან იწყება. ფრენებს აქაც ავიაკომპანია flydubai ანხორციელებს და ფასში შედის 20 კილომდე ბარგი. რეისი პირდაპირია და სულ რაღაც სამ საათში დუბაის აეროპორტში მოხვდებით.

თბილისი დუბაი

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
5 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 728 -დან
5 მაისი 20242 Გაჩერებაავიაბილეთები 728 -დან
19 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 729 -დან
29 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 743 -დან
5 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 747 -დან
30 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 752 -დან
23 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 754 -დან
19 მაისი 20242 Გაჩერებაავიაბილეთები 757 -დან
23 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 759 -დან
26 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 767 -დან
17 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 770 -დან
29 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 771 -დან
30 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 773 -დან
19 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 775 -დან
20 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 779 -დან
15 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 787 -დან
24 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 789 -დან
17 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 791 -დან
27 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 791 -დან
17 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 792 -დან
5 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 796 -დან
27 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 810 -დან
31 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 810 -დან
23 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 812 -დან
20 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 812 -დან
9 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 814 -დან
23 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 817 -დან
18 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 820 -დან
16 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 820 -დან
17 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 824 -დან

შეგიძლიათ ისარგებლოთ ავიაკომპანია Turkish Airlines-ის რეისებითაც, რომლის ავიაბილეთების ფასი 400-იდან 900 ლარამდე მერყეობს.

იაფ ავიაბილეთებს ავიაკომპანია Azal-იც გთავაზობთ, ორმხრივი გზა 600 ლარი ჯდება. ამ შემთხვევაში ერთი გადაჯდომა ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში მოგიწევთ. დუბაიში ჩასაფრენად დაახლოებით 10 საათია საჭირო.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს Turkish Airlines-ი ასრულებს და ნოემბრისა და დეკემბრის თვეში, ორმხრივი ავიაბილეთების ფასი 900 ლარიდან იწყება. რეისები არ არის პირდაპირი, გადაჯდომა სტამბულის აეროპორტში ხორციელდება.

დუბაიში ორი საერთაშორისო აეროპორტი მოქმედებს და მათ შორის ერთ-ერთი მსოფლიოს სამ უდიდეს აეროპორტთა რიცხვში შედის.

ნოემბრისა და დეკემბრის თვეში სასტუმროების დაჯავშნაც იაფად შეგიძლიათ. ხუთი ღამის ფასი ერთ ადამიანზე 600 ლარიდან იწყება. ისეთი ცნობილი სასტუმრო როგორიცაა Holiday Inn, გთავაზობთ 750 ლარად ოთხ ღამეს და ამ ფასში შედის საუზმეც.

დუბაიში შეგიძლიათ ნახოთ ყველაზე მაღალი შენობა – Burj Khalifa-ს სასტუმრო, რომელიც 828 მეტრია. სასტუმროს 124-ე სართულზე მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რესტორანი, რომელიც ღრუბლებიდან გადმოჰყურებს ქალაქს. Burj Khalifa-ს შენობაში ყველაზე მსხვილი სავაჭრო ცენტრია განთავსებული და 1200-მდე მაღაზიაა წარმოდგენილი.

შუადღის საათებში შეგიძლიათ დუბაის შადრევნების შოუს დაესწროთ, რომელიც 13:00 საათზე იწყება და გამორჩეულია იმით რომ წყლის ნაკადი 150-მეტრს აღწევს.

ქალაქის ცენტრში Burj Khalifa-სთან ახლოს მდებარეობს ცნობილი ოპერის შენობაც, რომლის არქიტექტორმა ინსპირაცია არაბული ხომალდებიდან მიიღო და მაქსიმალურად მიამსგავსა.

დუბაიში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ აქლემის ხორცი, რომელიც ერთ-ერთ მდიდრულ სადღესასწაულო კერძადაა მიჩნეული. მეჰალიბია ადგილობრივი პუდინგია, რომლითაც თითქმის ყველა რესტორანი თუ კაფე გაგიმასპინძლდებათ, თან საკმაოდ იაფად.

რჩევის სახით უნდა იცოდეთ რომ დუბაისა და ყველა სხვა საემიროების ქალაქებში განსაკუთრებით ისჯება ყველა სახის ნარკოტიკის აღმოჩენა, მათ შორის მარიხუანას მოხმარებაც.

Exit mobile version