აგვისტოდან ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისი აეროპორტი -დან პარიზისა და ტალინის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს განახორციელებს.
ტალინის მიმართულებით, 1 აგვისტოდან, პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში 2 სიხშირით შესრულდება. ხოლო პარიზის მიმართულებით, 4 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი გაფრენა, კვირაში 1 სიხშირით.
ფრენების სიხშირე გაიზრდება შემდეგ მიმართულებებზე: ბერლინი, დორტმუნდი, მემინგენი, ათენი, სალონიკი, მილანი, პრაღა, ბარსელონა, რიგა, ვროცლავი.
უნგრული ავიაკომპანია – Wizz Air არც თუ ისე დიდი ხანია რაც საქართველოში ოპერირებს, თუმცა ერთ-ერთი პოპულარული და მზარდი ავიაკომპანიაა. ის ორიენტირებულია მაღალ ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებზე. სწორედ ამიტომ, ბევრი ქვეყნის აეროპორტი ირჩევს ამ ავიაკომპანიასთან ურთიერთობას და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.