# სიახლეები ქუთაისის აეროპორტში

- Link: https://avia.ge/direct-flights-kutaisi/
- Published: 2022-07-04T16:10:56+04:00
- Author: Anuka Robakidze

აგვისტოდან ავიაკომპანია [Wizz Air](https://avia.ge/wizz-air/) [ქუთაისი აეროპორტი](https://avia.ge/qutaisis-aerporti/)-
დან **პარიზისა და ტალინის მიმართულებით** პირდაპირ რეგულარულ რეისებს განახორციელებს.

![](https://avia.ge/wp-content/uploads/2022/07/wizz-air-1-300x300.jpg)

ტალინის მიმართულებით, 1 აგვისტოდან, პირდაპირი რეგულარული რეისები **კვირაში 2 სიხშირით**
შესრულდება. ხოლო [პარიზის მიმართულებით](https://avia.ge/destinations/flights-to-paris/),
4 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი გაფრენა, **კვირაში 1 სიხშირით**.

**ფრენების სიხშირე გაიზრდება შემდეგ მიმართულებებზე:** _ბერლინი, დორტმუნდი, მემინგენი,
ათენი, სალონიკი, [მილანი](https://avia.ge/travel-guide/milan/), პრაღა, ბარსელონა,
რიგა, ვროცლავი._

**უნგრული ავიაკომპანია – Wizz Air** არც თუ ისე დიდი ხანია რაც საქართველოში ოპერირებს,
თუმცა ერთ-ერთი **პოპულარული და მზარდი ავიაკომპანიაა**. ის ორიენტირებულია **მაღალ
ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებზე**. სწორედ ამიტომ, ბევრი ქვეყნის აეროპორტი ირჩევს
ამ ავიაკომპანიასთან ურთიერთობას და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
