# ბათუმიდან ერევანში პირდაპირ ფრენებს Armenian Airlines იწყებს

- Link: https://avia.ge/direct-flights-batumi-yerevan/
- Published: 2023-07-26T19:16:28+04:00
- Author: Anuka Robakidze

**Armenian Airlines** -ი სომხეთის დროშის ქვეშ მფრინავი ავიაკომპანიაა, რომელიც **
2023 წლის აგვისტოდან** [**ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი **](https://avia.ge/batumi-airport/)-
დან პირდაპირ რეგულარულ რეისებს შემოგვთავაზებს. ავიაკომპანია ფრენებს **[ერევანი](https://avia.ge/aviabiletebi-yerevan/)-
ბათუმი-ერევანი**ს საჰაერო ხაზზე **კვირაში ორი სიხშირით** – სამშაბათსა და პარასკევს
განხაორციელებს.

როგორც უკვე ცნობილია, პირველი რეისი **ერევნიდან ბათუმის მიმართულებით** 11 აგვისტოს,
ადგილობრივი დროით 02:00 საათზე გამოფრინდება და ბათუმში 02:55 საათზე დაეშვება. ხოლო,
რეისი საქართველოდან დილის 03:55 საათზე გაემგზავრება და ერევანში დილის 05:00 საათზე
ჩფრინდება.

### ბათუმი ერევანი

 | გამგზავრების თარიღი | დაბრუნების თარიღი | ავიაკომპანიის ლოგო | ავიაბილეთების მოძებნა | 
   | 21 დეკემბერი 2026 | 30 დეკემბერი 2026 | ⌊FLYONE Armenia⌉ | [ავიაბილეთები 440 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.directionNostops_tp_direct_flights_route_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DBUS%252526destination_iata%25253DEVN%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-12-21%252526return_date%25253D2026-12-30%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | 15 იანვარი 2027 | 18 იანვარი 2027 | ⌊FLYONE Armenia⌉ | [ავიაბილეთები 299 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.directionNostops_tp_direct_flights_route_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DBUS%252526destination_iata%25253DEVN%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-01-15%252526return_date%25253D2027-01-18%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | 19 თებერვალი 2027 | 22 თებერვალი 2027 | ⌊FLYONE Armenia⌉ | [ავიაბილეთები 305 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.directionNostops_tp_direct_flights_route_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DBUS%252526destination_iata%25253DEVN%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-02-19%252526return_date%25253D2027-02-22%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) |

 

_**Armenian Airlines **_-ი 2022 წელს დაარსდა, მისი სათაო ოფისი კი სომხეთის დედაქალაქ
ერევანში, ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ქალაქიდან 12 კმ-
ითაა დაშორებული.

ამ დრომდე სომხური ავიახაზები რეგულარულ ფრენებს ერევნიდან ახორციელებს რუსეთის სამ
ქალაქში, კერძოდ **_მოსკოვში_**, _**სამარასა** _და **_სოჭში_**, ასევე ოპერირებს **
_სტამბოლში_**ც, ხოლო აგვისტოდან კი ბათუმის მიმართულებითაც დაიწყებს რეისების შესრულებას.

ავიაკომპანია მიზნად ისახავს მარშრუტების საერთაშორისო ქსელის განვითარებას, ასევე 
კომფორტული ტრანზიტული ფრენის გაფართოებას, რომელიც ერევნის გავლით არსებულ ფრენის 
პროგრამას ეფუძნება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი გადამზიდავი ფრენების განხორციელებას_**
ეგვიპტეში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა**_ და **_აზიაშიც_** გეგმავს.

#### **ბათუმი-ერევანი-ბათუმის მიმართულებით ავიაბილეთები საუკეთესო ფასად რომ შეიძინოთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 󠀁[551 907 907](https://avia.ge/direct-flights-batumi-yerevan/551 907 907)󠁿**
