ავიაბილეთები ყველაზე იაფად

რატომ უქმდება ავიარეისები ბოლო დროს ქუთაისიდან

ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის რეისებზე ბოლო პერიოდში გაუქმებულმა და დაგვიანებულმა ფრენების რიცხვმა იმატა. ეს გამოწვეულია პანდემიის პერიოდის შემდგომ ადამიანთა მოგზაურობის სურვილით. აეროპორტები ვერ უმკლავდებიან მგზავრთა ნაკადს.

პანდემიის გამო ავიაკომპანიებმა შეამცირეს თანამშრომლების რაოდენობა, რამაც გამოიწვია მომსახურების გაძნელება. ავიარეისების შეფერხება ხდება როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში, რადგან 2019 წლის შემდეგ ფრენების სტატისტიკა ნელ-ნელა იზრდება და უბრუნდება ჩვეულ ნიშნულს.

კომპანია Wizz Air -იც აკეთებს განცხადებას ბოლო დღეებში რეისების გაუქმებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ეს უკავშირდება პერსონალის ნაკლებობას და რომ ისინი ვერ უმკლავდებია მგზავრთა გაზრდილ ნაკადს. თუმცა ავიაკომპანია ცდილობს შესთავაზოს მგზავრებს სხვადასხვა ვარიანტები, მაგალითად ალტერნატიული ფრენები, თანხის სრულად დაბრუნება ან ავიაკომპანიის კრედიტზე 120% ანაზღაურება.

გარდა ამისა, წელს აეროპორტებში დიდი ქაოსია, რადგან ის თანამშრომლები, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ ავიაკომპანიებში გაფიცულნი არიან ხელფასის სიმცირის გამო და ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ეს კიდევ უფრო ზდრის ავიარეისების გაუქმების და ფრენის განრიგების შეცვლის რისკს.

მოგზაურებს უკვე აფრთხილებენ ზაფხულში ფრენების შესაძლო შეფერხებებზე. Ryanair -ის, British Airways -ის და easyJet -ის  და ეკიპაჟები გაფიცულები არიან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს 10000-ზე მეტი ფრენის გაუქმება.

გაფიცვაში ასევე მონაწილეობენ სხვა ავიაკომპანიების ბორტგამცილებლები და პილოტები, როგორიცაა: Malta Air, Volotea , easyJet და Crewlink.

Exit mobile version