# ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად ჩარტერულ ფრენებს, კიდევ ერთი ავიაკომპანია შეასრულებს

- Link: https://avia.ge/croco-airways-flights-to-germany/
- Published: 2024-04-10T17:30:15+04:00
- Author: Anuka Robakidze

**Croco Airways** -ი შეასრულებს პირდაპირ ავიარეისებს გერმანიის იმ სამი ქალაქის მიმართულებით,
სადაც საქართველო EURO2024 -ზე ითამაშებს.

“საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულმა გამარჯვებამ მთელი ქვეყანა გაგვაერთიანა.
შესაბამისად, ქართველი გულშემატკივრების ყურადღება ევროპის ჩემპიონატისკენაა მიმართული.
იმისთვის, რომ ჩვენი ქომაგები კიდევ უფრო გავახაროთ და გავუმარტივოთ EURO22024 -ზე 
დასწრება, **კროკო ეარვეისი** 2024 წლის **ივნისის თვეში, 3 ავიატურს, საქართველოს 
სამივე თამაშზე განახორციელებს**.

[**თბილისის საერთაშორისო აეროპორტი**](https://avia.ge/tbilisis-aeroporti/) -დან 
დაინიშნა პირდაპირი ფრენები იმ ქალაქების მიხედვით, სადაც გაიმართება მატჩები: [**დორტმუნდი**](https://avia.ge/aviabiletebi-dortmund/),**
ჰამბურგი** და **გელზენკირხენი**“.

 

_აღსანიშნავია, რომ მატჩთან დაკავშირებით სპეცრეისები, საქართველოსა და გერმანიას შორის,
ავიაკომპანია Georgian Airways -მა და Wizz Air -მაც დაამატა._

საჰაერო ხომალდი, რომლითაც განხორციელდება ფრენები, დაახლოებით 190 ადამიანზეა გათვლილი.**
ტურების გაყიდვა 3 აპრილიდან დაიწყო, **ხოლო სამოგზაურო პაკეტში შედის: პირდაპირი ფრენა
თბილისიდან, ორმხრივი ავიაბილეთი, სასტუმროში განთავსება, ტრანსფერი, მატჩის ბილეთი,
სამოგზაურო დაზღვევა. ტურის სრული **ღირებულება 4000-დან 5000 ლარამდე იქნება**.

## **შეიძინე ავიაბილეთები ფიქსირებულ ფასად ****დორტმუნდის მიმართულებით****. დაგვირეკეთ 󠀁[551 907 907](https://avia.ge/croco-airways-flights-to-germany/551 907 907)󠁿 და ისარგებლე 󠀁[ექსკლუზიური შეთავაზებით](https://avia.ge/wizz-air-aviabiletebi/)󠁿 .**

“ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Croco Airways -მა ქართველ გულშემატკივარს 
საშუალება მისცა უცხოეთშიც ექომაგათ ქართველი ფეხბურთელებისთვის. კროკო ეარვეისის საშუალებით,
2023 წელს, ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ რამდენიმე ასეული ქართველი გაემგზავრა
ნეაპოლში პირდაპირი რეისით და კვარაცხელიას უქომაგეს”, – წერს Croco Airways-ი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის პირველობაზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს.**
ეროვნული გუნდის თამაშები 18, 22 და 26 ივნისს გაიმართება**.

### **შეიძინე გერმანიის ავიაბილეთები საუკეთესო ფასად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 󠀁[551 907 907](https://avia.ge/croco-airways-flights-to-germany/551 907 907)󠁿 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.**
