# ჩინეთმა პირველი საჰაერო ხომალდი წარადგინა

- Link: https://avia.ge/china-starts-producing-airplanes/
- Published: 2024-02-23T17:40:04+04:00
- Author: Anuka Robakidze

ჩინეთი მორიგი სუპერ ამბიციური სიახლით წარსდგა მსოფლიოს წინაშე. ჩინური სახელმწიფო
საწარმო _Commercial Aircraft Corp of China_ იგივე –  **Comac C919**, მომავალ კვირას,
ჩინეთის ისტორიაში **პირველ კომერციულ ავიალაინერს წარადგენს**. ჩინურმა თვითმფრინავმა
კონკურენცია ბაზრის 2 უმთავრეს მოთამაშეს – **Boeing** და [**Airbus** ](https://avia.ge/airbus-a320/)
თვითმფრინავებს უნდა გაუწიოს.

Comac C919 არის ვიწრო ტანის თვითმფრინავი, რომელიც შექმნილია ჩინური თვითმფრინავების
მწარმოებლის Comac-ის მიერ.

საერთაშორისო ბაზარზე C919-ის გამოჩენას ამჟამად განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს,
რადგან **დასავლურ კონკურენტებს მოთხოვნის დაკმაყოფილება უჭირთ, ეს კი ახალი თვითმფრინავების
დეფიციტს წარმოშობს**.

#### **ჩინური სამგზავრო ავიაბორტის შექმნილზე მუშაობა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო**, ხოლო **პირველი ფრენა 2017 წელს განხორციელდა**. როგორც კომპანიაში განმარტავენ, **თვითმფრინავზე მუშაობა დასრულებულია და ის მზად არის ფრენების დასაწყებად**.

ახალმა ჩინურმა თვითმფრინავმა ანუ C919 -მა კონკურენცია **Boeing 737 MAX** -ს **Airbus
A320NEO** -ს უნდა გაუწიოს. ბორტზე **მგზავრების მაქსიმალური რაოდენობა 168-ს აღწევს**
და ერთი აფრენით** 5500 კილომეტრის დაფარვაა შესაძლებელი**. როგორ ცნობილია ჩინური 
ბორტი ბაზარზე რამდენიმე ვარიანტით იქნება წარმოდგენილი, დანიშნულებისა და საბაზო სეგმენტის
გათვალისწინებით.

#### **შეიძინეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად Avia.ge -ს მეშვეობით. დაგვირეკეთ: ****󠀁[551 907 907](https://avia.ge/china-starts-producing-airplanes/551 907 907)󠁿 ხელმისაწვდომია ვაიბერიც. **
