ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს სტუმრები ამიერიდან Europcar -ისა და Goldcar -ის მომსახურებით ისარგებლებენ. ესპანური ავტო გაქირავების საერთაშორისო ბრენდი Goldcar გამოირჩევა კონკურენტული ფასებით, მომსახურების მაღალი ხარისხითა და ავტომობილების ფართო არჩევანით.
Europcar Georgia „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც უკვე ორი საერთაშორისო ბრენდის Europcar-სა და GoldCar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. გაქირავების ოფისების გახსნას ქუთაისის აეროპორტში კომპანიისა და აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პირდაპირი ფრენები ქუთაისი - დან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ალმაატა | 11 იანვარი 2025 | 14 იანვარი 2025 | პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან | |
ათენი | 21 თებერვალი 2025 | 26 თებერვალი 2025 | პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან | |
აბუ დაბი | 17 იანვარი 2025 | 22 იანვარი 2025 | პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან | |
ბარსელონა | 8 თებერვალი 2025 | 15 თებერვალი 2025 | პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან | |
ბერლინი | 6 თებერვალი 2025 | 16 თებერვალი 2025 | პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან | |
ბრიუსელი | 27 ნოემბერი 2024 | 4 დეკემბერი 2024 | პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან | |
ბუდაპეშტი | 22 იანვარი 2025 | 28 იანვარი 2025 | პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან | |
კოპენჰაგენი | 4 დეკემბერი 2024 | 15 დეკემბერი 2024 | პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან | |
დორტმუნდი | 17 თებერვალი 2025 | 21 თებერვალი 2025 | პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან | |
მემინგენი | 16 იანვარი 2025 | 25 იანვარი 2025 | პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან |
სანდრო საყვარელიძე, „ევროპქარის“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ Europcar-ისა და Goldcar-ის სერვისებით სარგებლობა უკვე შესაძლებელია ქუთაისის საერთასორისო აეროპორტში. Goldcar-ით გვსურს, ავტოგაქირავების სერვისი ყველა ტიპის მომხმარებლისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი.
Europcar ისგან განსხვავებით, “გოლდქარი” ოპერირებს ბიუჯეტურ სეგმენტში და ორიენტირებულია მხოლოდ მოკლევადიან, მაქსიმუმ, ერთთვიან გაქირავებაზე და საუკეთესოდ პასუხობს მოგზაურთა საჭიროებებს. ხოლო “ევროპქარი” გათვლილია პრემიუმ სეგმენტზე და მოიცავს გრძელვადიან, ერთიდან ხუთ წლამდე ვადით გაქირავების სერვისს.
Goldcar ოპერირებას 42 ავტომობილით დაიწყებს და დასაწყისისთვის მხოლოდ დიდ ქალაქებში იქნება ხელმისაწვდომი. გვიხარია, რომ რეგიონში კიდევ ერთი მსოფლიოს წამყვანი ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლები გავხდით, ბრენდის, რომელიც გამოირჩევა კონკურენტული ფასებით, ავტომობილების ფართო არჩევანითა და მომსახურების მაღალი ხარისხით“.
ირაკლი ქარქაშაძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი: „ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის აეროპორტში მგზავრებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი სერვისი. ხელი შევუწყოთ როგორც ქართული კომპანიების მაქსიმალურად წარმოჩენას, ისე საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას. მანქანის გაქირავების კუთხით, კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ჩვენს აეროპორტში, ხაზს უსვამს, რომ ინტერესი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართ ბიზნესის მხრივ მაღალია, გარემო კი – საკმაოდ კონკურენტუნარიანი“.
Goldcar kutaisi -ს ავტოპარკი დაკომპლექტებულია სედანის ტიპისა და მაღალი გამავლობის სხვადასხვა ბრენდისა და მოდელის უახლესი ავტომობილებით. სერვისი მოიცავს როგორც ავტომატური, ისე მექანიკური მანქანების გაქირავებას. ძირითადი აქცენტი ბიუჯეტური კლასის მოდელებზე კეთდება, A, B, C კატეგორიის ავტომობილებზე, თუმცა ავტოპარკში ასევე წარმოდგენილი იქნება მაღალი გამავლობის ავტომობილები და ქროსოვერები.
1985 წელს დაარსებული კომპანია Goldcar დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში. 2017 წლიდან GoldCar -ი Europcar Mobility Group-ის წევრია. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, სადაც „გოლდქარი“ იწყებს ოპერირებას.
Goldcar-ის სერვისით სარგებლობისას მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ავტომობილი ერთიდან 29 დღემდე ვადით იქირაოს. ავტომობილის დაჯავშნა კი შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე – ადგილზე.
Goldcar ოფისები წარმოდგენილი იქნება თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ასევე საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიში – ბათუმის, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში. აღსანიშნავია, რომ Europcar უკვე ოპერირებს ქუთაისის აეროპორტში, ხოლო პირველი ივლისიდან კი მას GoldCar-იც შეუერთდა.
დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907