# რატომ ვერ შესრულდა პირველი რეისი თბილისი-ბათუმის მიმართულებით?

- Link: https://avia.ge/canceled-flight-tbilisi-batumi/
- Published: 2023-07-28T15:00:05+04:00
- Author: Anuka Robakidze

[**Georgian Wings **](https://avia.ge/georgian-wings/)-ის დაგეგმილი პირველი რეისი,
რომელიც **[თბილისი](https://avia.ge/tbilisis-aeroporti/) – [ბათუმის](https://avia.ge/batumi-airport/)
საჰაერო ხაზზე**, დღეს დილით უნდა განხორციელებულიყო,** ტექნიკური ხარვეზის გამო** 
ამ ეტაპზე ვერ შესრულდა.⌊თბილისი ბათუმი⌉

როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ განაცხადა, **ფრენა დაგვიანებით,****
12:00 საათზე შესრულდებოდა**. თუმცა ამ დრომდე **რეისი კვლავ მოლოდინის რეჟიმშია**.

#### როგორც იცით, გაცემული ნებართვის მიხედვით, ავიაკომპანიამ **70 ადამიანზე გათვლილი საჰაერო ხომალდით** ფრენა, **კვირაში 12 სიხშირით**, ყოველდღე უნდა განახორციელოს.

“ტექნიკური ხარვეზია. ბუნებრივია, პრიორიტეტი უსაფრთხოებაა და აბსოლუტურად ყველაფერი
უნდა შემოწმდეს. რეისი ჯერჯერობით არ გაუქმებულა. ტექნიკური გაუმართაობა იყო, რაც ახლა
მოწმდება. თბილისიდან ყველა ბილეთი გაყიდული გვაქვს”,-ამბობს კიკნაძე.

#### **შეიძინეთ ავიაბილეთები მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, საუკეთესო ფასად, დაგვირეკეთ: 󠀁[551 907 907](https://avia.ge/canceled-flight-tbilisi-batumi/551 907 907)󠁿 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.**
