# საქართველოს ავიაბაზარზე British Airways -ი ბრუნდება

- Link: https://avia.ge/british-airways-is-returning-to-georgia/
- Published: 2024-09-19T18:00:52+04:00
- Author: Anuka Robakidze

⌊british airways⌉⌊british airways⌉წარმატებით დასრულდა ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებები
[**_British Airways_**](https://avia.ge/airlines/british-airways/) -თან და გაერთიანებული
სამეფოს ფლაგმანი **ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის**. 2025 წლის 30 
მარტიდან **საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები
დაიწყება**.

რეისები **_[თბილისი](https://avia.ge/tbilisis-aeroporti/) ლონდონი [ლონდონი](https://avia.ge/londonis-aviabiletebi/)_
თბილისი** -ს მიმართულებით კვირაში 4 სიხშირით შესრულდება. ავია ბილეთების შეძენა უკვე
შესაძლებელია.

**ფრენები თბილისის მიმართულებით ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან განხორციელდება**, 
რომელიც დღემდე ევროპის ყველაზე დატვირთულ აეროპორტად ითვლება. სწორედ ეს გახლდა ერთ-
ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჰითროუდან ფრენის შესაძლებლობის მოპოვება შეუძლებელი
იყო. მიხარია, რომ შევძელით ბრიტანეთის ფლაგმანის საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნება
და ლონდონისა და თბილისის ერთმანეთთან პირდაპირი ფრენით დაკავშირება. წინ კიდევ ბევრი
სასიამოვნო სიახლე გვაქვს თქვენთვის და რა თქმა უნდა, მიღწეულ შედეგზე არ ვჩერდებით,-‘’
განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

### თბილისი ლონდონი

 | გამგზავრების თარიღი | დაბრუნების თარიღი | ავიაკომპანიის ლოგო | ავიაბილეთების მოძებნა | 
   | 24 ნოემბერი 2026 | 28 ნოემბერი 2026 | ⌊easyJet⌉ | [ავიაბილეთები 946 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.directionNostops_tp_direct_flights_route_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DLON%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-11-24%252526return_date%25253D2026-11-28%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | 24 დეკემბერი 2026 | 31 დეკემბერი 2026 | ⌊easyJet⌉ | [ავიაბილეთები 670 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.directionNostops_tp_direct_flights_route_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DLON%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-12-24%252526return_date%25253D2026-12-31%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | 21 იანვარი 2027 | 26 იანვარი 2027 | ⌊easyJet⌉ | [ავიაბილეთები 609 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.directionNostops_tp_direct_flights_route_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DLON%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-01-21%252526return_date%25253D2027-01-26%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | 2 თებერვალი 2027 | 9 თებერვალი 2027 | ⌊easyJet⌉ | [ავიაბილეთები 612 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.directionNostops_tp_direct_flights_route_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DLON%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-02-02%252526return_date%25253D2027-02-09%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) |

_**ავიაკომპანია British Airways**_ -ი მსოფლიოს 190 მიმარულებით დაფრინავს. ავიაკომპანიის
მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს.

ამ დროისთვის, **საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს**, რომლებიც მსოფლიოს**
30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ახორციელებს**. ასევე, აღსანიშნია,
რომ 2024 წლის ანვარი-ივნისის თვეში, 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია 
საქართველოს და საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს–
1.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

**დაჯავშნე ავიაბილეთები იაფად, დაგვიკავშირდი ნომერზე:  [551 907 907](https://avia.ge/british-airways-is-returning-to-georgia/551 907 907)**
