Booking.com ვებ-გევრდია რომელიც ტურისტებს ეხმარება, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასტუმროს მოძებნასა და დაჯავშნაში. საიტი 1996 წელს შეიქმნა ამსტერდამში და გარდა იმისა რომ ერთ-ერთი პირველი იყო მსგავს ნიშაში, დღემდე ლიდერ პოზიციაზეა სასტუმროს დაჯავშნაში.
დღეს ჰოლანდიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული საიტი Booking Holding Inc-ის წევრია. კომპანიას საკუთარი ოფისი აქვს 70-მდე ქვეყანაში და დასაქმებული ჰყავს 17 000-მდე თანამშრომელი.
Booking.com მოგზაურებს საშუალებას აძლევს, მოიძიონ ადგილი სადაც უცხოეთში მოგზაურობისას დარჩებიან. გარდა სასტუმროებისა, კომპანია თანამშრომლობს საოჯახო ტიპის ჰოსტელებთან და სხვადასხვა ტიპის დასასვენებელ სახლებთან. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ვარსკვლავებისა და ფასების მითითებით იპოვონ სასტუმრო და მარტივად დაჯავშნონ.
Booking.com-ის ვებ-გვერდი და აპლიკაცია 40-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს სთავაზობს 28,782,167 -ზე მეტ განცხადებას. საძიებო სისტემა მოიცავს 229 ქვეყნის 138,695 მიმართულებას.
ყოველდღიურად 1, 550 000 ოთახი იჯავშნება ტურისტების მიერ Booking-ის პლატფორმაზე. საიტი 24 საათიან კონსულტაციას სთავაზობს დაინტერესებულ პირებს და რაც მთავარია 40-მდე ენაზე.
Booking-ი მომხმარებელს არ ახდევინებს საკომისიოსა და ხშირ შემთხვევაში ჯავშნის გაუქმებას უფასოდ სთავაზობს.
უნდა აღინიშნოს რომ ვებ-გვერდი ხელმისაწვდომ ტარიფებზე აკეთებს პრიორიტეტს.
საიტზე შესაძლებელია შეფასებების დაწერაც და მისი წაკითხვა ყველას შეუძლია.
Booking.com მარტივ ინტერფეიის სთავაზობს მომხმარებელს. საიტზე შესვლისას საჭიროა იმ ადგილის მითითება სადაც მიემგზავრებით და დროის მონაკვეთი, რამდენ ხანსაც აპირებთ დარჩენას. ამის შემდეგ თქვენ იღებთ სასტუმროებისა და ჰოსტელების დიდ არჩევანს.