# Black Friday-ის ფასდაკლებები ავიაკომპანიებისგან

- Link: https://avia.ge/black-friday-2019/
- Published: 2019-11-29T11:33:05+04:00
- Author: avia

#### ** მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს მოსახლეობა მოუთმენლად ელოდება დღეს, რომელიც „შავი პარასკევი“-ის სახელით არის ცნობილი და გრანდიოზული ფასდაკლებები აქვთ კომპანიებს წარმოდგენილი.**

გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც [ავიაკომპანიებია](https://avia.ge/category/avia-companies/)
და ისინი განსაკუთრებულ ფასდაკლებებს და აქციებს სთავაზობენ მოგზაურებს ამ დღესთან 
დაკავშირებით. ეს კი საუკეთესო შანსია, რომ [ავიაბილეთები იაფად](https://avia.ge/)
შეიძნოთ და მოიწყოთ თქვენი საოცნებო მოგზაურობა.

**1.** ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტური [ავიაკომპანია Wizz Air](https://avia.ge/wizz-air/)-
ი 30%-იან ფასდაკლებას გვთავაზობს ავიაბილეთებზე. ფასდაკლება **29 ნოემბერს დღის ბოლომდე
გაგრძელდება** და მომხმარებელს საშუალება ექნება სასურველ მიმართულებაზე შეიძნონ ავიაბილეთები
იაფად. აქცია ვრცელდება იმ რეისებზე, რომლებიც 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის აპრილის
ბოლომდე შესრულდება.

**2.** მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური და საქართველოში ახლად შემოსული [ავიაკომპანია Ryanair](https://avia.ge/ryanair/)-
ი  **29 ნოემბერს** 25%-იან ფასდაკლებას აცხადებს იმ რეისებზე, რომლებიც დეკემბრიდან
მარტის შუა რიცხვებამდე შესრულდება. როგორც ცნობილი გახდა, **ფასდაკლება 1 მილიონ ავიაბილეთზე
გავრცელდება.**

**3.** შავი პარასკევის აქციას ერთ-ერთი თურქული ავიაკომპანია [Pegasus Airlines](https://avia.ge/pegasus-airlines/)-
იც უერთდება და იმ რეისებზე, რომლებიც **2020 წლის 27 აპრილიდან 18 ივნისის** ჩათვლით
შესრულდება, 25%-დან 50%-მდე ფასდაკლებას გვთავაზობს შერჩეულ რეისებზე.  ფასდაკლება
არ შეეხება მხოლოდ იმ რეისებს, **რომლებიც 1-4 და 15-27 მაისის პერიოდში შესრულდება.**

**4.** უკრაინული ავიაკომპანია [SkyUp Airlines](https://avia.ge/skyup/)-ი 3 დღიან
აქციას გვთავაზობს, **რომელიც 29 ნოებრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. **

 * 29 ნოემბერს იმოქმედებს 7%-იანი ფასდაკლება,
 * 30 ნოემბერს 5%-იანი,
 * ხოლო 1 დეკემბერს 3%-იანი.

აქცია ეხება იმ რეისებს, რომლებიც 2020 წლის 30 მარტამდე შესრულდება. გამონაკლისი იქნება
საშობაო პერიოდი 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე.

**5.** [პოლონური ავიაკომპანია LOT](https://avia.ge/lot-polish-airlines/)-ი 15%-იან
ფასდაკლებას გვთავაზობს ფრენებზე, რომლებიც ვარშავის მიმართულებით შესრულდება 10 იანვრიდან
31 მარტამდე.** აქცია 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.**

**6.** [ლატვიური ავიაკომპანია Airbaltic](https://avia.ge/airbaltic-airlines/)-ი 
ყველაზე ხანგრძლივ ფასდაკლების პერიოდს გვთავაზობს, რომელიც 9 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ავიაბილეთების ღირებულება კი იმ რეისებზე, რომლებიც 10 დეკემბრიდან 3 ივნისამდე შესრულდება,
15 ევროდან იწყება.

**7.** ქართული [ავიაკომპანია Myway Airlines](https://avia.ge/myway-airlines/)-ი 
29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით ორმხრივ ავიაბილეთებს
481 ლარიდან შესთავაზებს მომხმარებელს, რაშიც 10კგ. ხელბარგი და კვებაც იქნება შესული.

** 8.** ფასდაკლებების ბუმს უერთდება, ასევე, ბერძნული ავიაკომპანია [Aegean Airlines](https://avia.ge/aegean-airlines/)-
ი, რომელიც ყველა მიმართულებაზე 40%-იან ფასდაკლებას გვთავაზობს. აქცია ეხება იმ რეისებს,
რომლებიც **2020 წლის 8 იანვრიდან 25 ივნისამდე** შესრულდება.

#### ასეთ შემოთავაზებებზე უარის თქმა რა თქმა უნდა რთულია, ამიტომ თუ დიდი ხანია მოგზაურობას გეგმავთ, საუკეთესო შანსი გეძლევათ, რომ თქვენი ოცნება რეალობად აქციოთ და საუკეთესო ფასად შეიძინოთ ავიაბილეთები თქვენთვის სასურველი მიმართულებით.
