# ავიაკომპანია, რომელიც კვლავ ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა

- Link: https://avia.ge/best-european-airline-company-2022/
- Published: 2022-09-27T11:40:08+04:00
- Author: Anuka Robakidze

ბრიტანულმა საკონსულტაციო სააგენტო **Skytrax**-მა [Turkish Airlines](https://avia.ge/turkish-airlines/)-
ი ევროპაში საუკეთესო ავიაკომპანიად აღიარა.

თურქული ავიაკომპანია **ასევე დაჯილდოვდა** ნომინაციებში: “**საუკეთესო ავიაკომპანია
სამხრეთ ევროპაში**” და “**საუკეთესო სერვისი ბიზნეს კლასში**”.

2021-2022 წლების გამოკითხვა მოიცავდა მსოფლიოს **100-ზე მეტი ქვეყნის** წარმომადგენელს.
მთლიანობაში დამუშავდა **14,32 მილიონი პასუხი**. გამარჯვებული ავიაკომპანიები გამოვლინდნენ
2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის აგვისტომდე ონლაინ ხმის მიცემით.

_Turkish Airlines_-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე აჰმედ ბოლატის თქმით, **
თურქიშ ეარლაინი** მადლობას უხდის ავიაკომპანიის მგზავრებს მაღალი რეიტინგისთვის. ასევე
Skytrax-ის გუნდს, რომელმაც განიხილა ეს რეიტინგები. ის პირობას დებს, რომ გააგრძელებენ
გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას გლობალურ სამოქალაქო ავიაციაში, საუკეთესო ბრენდად
აღიარებამდე.
