# მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტები

- Link: https://avia.ge/best-airports-in-the-world/
- Published: 2020-03-04T21:46:54+04:00
- Author: avia

[აეროპორტი](https://avia.ge/category/%e1%83%90%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/)
ის ადგილია, სადაც მოგზაურობისას გარკვეული დროის გატარება გვიწევს. ზოგჯერ ეს დრო 
საკმაოდ ხანგრძლივდება ტრანზიტული ფრენის დროს, როდესაც რეისებს შორის შუალედი საკმაოდ
დიდია. ამიტომ, ნებისმიერი მოგზაურისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს დრო კომფორტულად და
სასიამოვნოდ გაატაროს. საბედნიეროდ, არსებობს აეროპორტები, რომლებიც ისეა მოწყობილი
და აღჭურვილი, რომ ხანგრძლივი მოცდა დისკომფორტთან აღარ ასოცირდება.

## **Singapore Changi Airport**

![Singapore Changi Airport](https://avia.ge/wp-content/uploads/2020/03/Singapore-
Changi-Airport.jpg)

რეიტინგის სათავეში მოხვდა **სინგაპურის Changi-ის აეროპორტი**, რომელიც 2019 წელს 
საუკეთესოდ დაასახელეს. მოგზაურების აღტაცებას და კმაყოფილებას ყველაზე მეტად სწორედ
ეს აეროპორტი იმსახურებს. ეს გასაკვირი არც არის, რადგან წარმოუდგენელია მისი პეპლების
ბაღი, კინოთეატრი და საცურაო აუზი მოინახულო და არ მოიხიბლო. სინგაპურის აეროპორტი 
თავის მგზავრებს ყველაზე კარგ აქტივობებს და კეთილმოწყობილ გარემოს სთავაზობს.

## **Hamad International Airport**

![Hamad International Airport](https://avia.ge/wp-content/uploads/2020/03/Hamad-
International-Airport.jpg)

[დოჰას](https://avia.ge/flights-to-doha/) ჰამადის აეროპორტს არქიტექტურულ შედევრად
და ყველაზე მდიდრულ აეროპორტად ასახელებენ. აქ მოხვედრა და მისი დათვალიერება ცალკე
მოგზაურობაა, დასვენებისთვისა და რელაქსაციისთვის კი შეგიძლიათ ესტუმროთ მის საცურაო
აუზსს, სპა ან ფიტნეს ცენტრს. ხოლო თუ დაძინებას მოინდომებთ, ამისთვის ცალკე სივრცეა
გამოყოფილი.

## **󠀁[Munich](https://avia.ge/miunxenis-aviabiletebi/)󠁿 Airport**

![Munich Airport](https://avia.ge/wp-content/uploads/2020/03/Munich-Airport.jpg)

[მიუნხენის](https://avia.ge/miunxenis-aviabiletebi/) აეროპორტი ევროპაში საუკეთესოდ
არის დასახელებული. მუდმივად სუფთა გარემო და მეგობრული პერსონალი მგზავრებში დიდ კმაყოფილებას
იწვევს. მიუნხენის აეროპორტი იმდენად კარგად არის მოწყობილი, რომ საცურაო აუზისა და
ფიტნეს ცენტრის გარდა, აქ გოლფის მოედანსაც შეგიძლიათ ეწვიოთ. უკაბელო ინტერნეტი ყველასთვის
ხელმისაწვდომია, ტრანსპორტის სისტემა კი საკმაოდ კომფორტულად არის ქალაქთან დაკავშირებული.

## **󠀁[Amsterdam](https://avia.ge/amsterdamis-aviabiletebi/)󠁿 Schiphol Airport**

[ამსტერდამის](https://avia.ge/amsterdamis-aviabiletebi/) აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე
დატვირთული აეროპორტია ევროპაში, თუმცა არც კეთილმოწყობით ჩამოუვარდება სხვა აეროპორტებს.
გარდა დასვენებისა, აქ შეგიძლიათ საკმაოდ საინტერესოდ გაიყვანოთ დრო, რადგან შიპოლის
აეროპორტში თქვენ შეხვდებით მუზეუმს და ბიბლიოთეკას. გასართობად კი, მაღაზიებისა და
კვების ობიექტების საკმაოდ დიდი არჩევანია.

## **󠀁[London](https://avia.ge/londonis-aviabiletebi/)󠁿 Heathrow Airport**

![London Heathrow Airport](https://avia.ge/wp-content/uploads/2020/03/London-Heathrow-
Airport.jpg)

[ლონდონის](https://avia.ge/londonis-aviabiletebi/) ჰითროუს აეროპორტი საუკეთესო სერვისით
და დამხმარე პერსონალით გამოირჩევა, რაც მგზავრებში განსაკუთრებულ კმაყოფილებას იწვევს.
ბევრი აეროპორტი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქის ხედებით დატკბეთ, თუმცა
ჰითროუს აეროპორტიდან მგზავრებს საოცარი უინძორების სასახლის დანახვის შესაძლებლობა
აქვთ.

## **󠀁[Copenhagen](https://avia.ge/copenhagen-aviabiletebi/)󠁿 Kastrup International Airport**

[კოპენჰაგენი](https://avia.ge/copenhagen-aviabiletebi/)ს აეროპორტის თანამედოროვე
დიზაინი და უამრავი ხე, რომლებიც აეროპორტის შენობაშია, განსაკუთრებით სასიამოვნო და
მშვიდ გარემოს ქმნის მგზავრებისთვის. აეროპორტიდან ქალაქში დამაკავშირებელი მეტრო კი
ნამდვილად დიდ კომფორტს უქმნის მოგზაურებს.
