ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airlines-ი კიევში 2019 წელს დაფუძნდა. ავიაკომპანიის საოპერაციო ბაზა კიევის საერთაშორისო აეროპორტშია, რომელიც, ასევე, ჟულიანის აეროპორტის სახელით არის ცნობილი.
Bees Airlines-ის ფლოტი ამ ეტაპზე ორი ხომალდისგან შედგება. ესენია: Boeing 737-800 NG. ავიაკომპანიის ცნობით, 2021 წლისთვის Bees Airlines-ის ფლოტი 4 Boeing 737-ს გააერთიანებს, ხოლო 2022 წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 6-მდე გაიზარდება.
ავიაკომპანია Bees Airlines-ი დაბალბიუჯეტურ ფრენებზე იქნება ორიენტირებული. ავიაკომპანიამ პირველი ფრენა 18 მარტს, კიევიდან შარმ-ელ-შეიხისა და მარსა ალამის მიმართულებით შეასრულა. აპრილიდან ავიაკომპანია კენიის მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას. ხოლო მაისიდან, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის Bees Airlines-ის შემოსვლას საქართველოში უნდა ველოდოთ.