უკრაინული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Bees Airlines-ი რამდენიმე თვეა საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვიდა, თუმცა უკვე ფრენების საკმაოდ დიდ არჩევანს გვთავაზობს.
როგორც ცნობილი გახდა, Bees Airlines-ი კიდევ ერთი მიმართულებით შემოგვთავაზებს ფრენებს. ამჯერად, უკრაინულმა ავიაკომპანიამ ოდესა – თბილისი – ოდესას მიმართულებით დაიწყო ოპერირება. Bees Airlines-მა ფრენები აღნიშნული მიმართულებით 22 ოქტომბრიდან დაიწყო. ავიაკომპანია რეისებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში შეასრულებს კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ პარასკევს.