# Bees Airlines-ი ოდესა-თბილისი-ოდესას მიმართულებით იწყებს ოპერირებას

- Link: https://avia.ge/bees-airlines-tbs-ods/
- Published: 2021-10-23T11:29:51+04:00
- Author: Anuka Robakidze

უკრაინული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია [Bees Airlines](https://avia.ge/bees-airlines/)-
ი რამდენიმე თვეა საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვიდა, თუმცა უკვე ფრენების საკმაოდ
დიდ არჩევანს გვთავაზობს.

როგორც ცნობილი გახდა, Bees Airlines-ი კიდევ ერთი მიმართულებით შემოგვთავაზებს ფრენებს.
ამჯერად, უკრაინულმა ავიაკომპანიამ [ოდესა](https://avia.ge/aviabiletebi-odessa/) –
თბილისი – ოდესას მიმართულებით დაიწყო ოპერირება. Bees Airlines-მა ფრენები აღნიშნული
მიმართულებით 22 ოქტომბრიდან დაიწყო. ავიაკომპანია რეისებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის
განმავლობაში შეასრულებს კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ პარასკევს.
