# Bees Airlines-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას გეგმავს

- Link: https://avia.ge/bees-airlines-start/
- Published: 2021-03-31T21:18:55+04:00
- Author: Anuka Robakidze

ავიაკომპანია Bees Airlines-ის ხელმძღვანელის, ევგენი ხაინადსკის განცხადებით, ავიაკომპანიამ
უკრაინასა და საქართველოს შორის რეგულარული რეისების დასაწყებად მარეგულირებელს უკვე
მიმართა.

Bees Airlines-ი რეგულარული რეისების შესრულებას გეგმავს როგორც თბილისის, ისე [ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც](https://avia.ge/batumi-airport/).
ავიაკომპანია ბაზირებულია [კიევის](https://avia.ge/aviabiletebi-kievi/) საერთაშორისო,
იგივე ჟულიანის აეროპორტში და შესაბამისად, ფრენებიც ამ აეროპორტიდან შესრულდება.

Bees Airlines-ი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, ამიტომ მისი საქართველოში შემოსვლა 
განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან საქართველოსა და უკრაინას შორის საჰაერო მიმოსვლა
საკმაოდ ხელმისაწვდომი იქნება. ავიაბილეთების ღირებულება დაახლოებით 1000-1500 გრინვა
იქნება.

 
