# ბათუმის აეროპორტი მემილიონე მგზავრს მოემსახურა

- Link: https://avia.ge/batumi-international-airport-serves-one-millionth-passenger/
- Published: 2025-10-09T12:40:12+04:00
- Author: Anuka Robakidze

**ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წელს უპრეცედენტო მიღწევით აღნიშნავს** – ისტორიაში
პირველად, **აეროპორტი მემილიონე მგზავრს მოემსახურა**. ეს არის გარდამტეხი მომენტი
აჭარის მთავარი საჰაერო კარიბჭისთვის, რომელიც რეგიონში ტურიზმის დინამიკურ ზრდაზე 
მიუთითებს.

**რეკორდული მაჩვენებლები და პროგნოზები**

აეროპორტის მმართველმა კომპანია “ტავ ჯორჯიამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარე
წლის ბოლომდე მგზავრთნაკადი ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწევს და, პროგნოზის მიხედვით,
1,2 მილიონ მგზავრს შეადგენს.

სტატისტიკა შთამბეჭდავია: **2025 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით მგზავრთა რაოდენობა 32%-ით არის გაზრდილ**ი, ხოლო პანდემიამდელ,
2019 წლის მაჩვენებელს 90%-ით აჭარბებს.

განსაკუთრებით უპრეცედენტო იყო აგვისტოს თვე, როდესაც ბათუმის აეროპორტმა თავისი არსებობის
მანძილზე პირველად, ერთ თვეში 213,636 მგზავრი გაატარა. ისტორიული დღე დაფიქსირდა 24
აგვისტოსაც, როცა აეროპორტმა დღე-ღამის განმავლობაში 9000 მგზავრს უმასპინძლა და 35
ფრენა შეასრულა.

### პირდაპირი ფრენები ბათუმიდან

 | მიმართულება | გამგზავრების თარიღი | დაბრუნების თარიღი | ავიაკომპანიის ლოგო | ავიაბილეთების მოძებნა | 
   | სოჭი | 1 იანვარი 2027 | 7 იანვარი 2027 | ⌊Red Wings⌉ | [ავიაბილეთები 118 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DBUS%252526destination_iata%25253DAER%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-01-01%252526return_date%25253D2027-01-07%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | ბაქო | 22 აგვისტო 2027 | 28 აგვისტო 2027 | ⌊აზერბაიჯანის ავიახაზები⌉ | [ავიაბილეთები 1 442 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DBUS%252526destination_iata%25253DBAK%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-08-22%252526return_date%25253D2027-08-28%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | ერევანი | 18 იანვარი 2027 | 22 იანვარი 2027 | ⌊FLYONE Armenia⌉ | [ავიაბილეთები 283 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DBUS%252526destination_iata%25253DEVN%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-01-18%252526return_date%25253D2027-01-22%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | სტამბოლი | 19 მარტი 2027 | 21 მარტი 2027 | ⌊Pegasus Airlines⌉ | [ავიაბილეთები 377 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DBUS%252526destination_iata%25253DIST%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-03-19%252526return_date%25253D2027-03-21%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | კრასნოდარი | 28 დეკემბერი 2026 | 15 იანვარი 2027 | ⌊Red Wings⌉ | [ავიაბილეთები 227 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DBUS%252526destination_iata%25253DKRR%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-12-28%252526return_date%25253D2027-01-15%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | სამარა | 29 დეკემბერი 2026 | 9 იანვარი 2027 | ⌊Red Wings⌉ | [ავიაბილეთები 672 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DBUS%252526destination_iata%25253DKUF%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-12-29%252526return_date%25253D2027-01-09%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | კაზანი | 27 დეკემბერი 2026 | 9 იანვარი 2027 | ⌊Red Wings⌉ | [ავიაბილეთები 585 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DBUS%252526destination_iata%25253DKZN%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-12-27%252526return_date%25253D2027-01-09%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | სანკტ პეტერბურგი | 30 დეკემბერი 2026 | 9 იანვარი 2027 | ⌊Red Wings⌉ | [ავიაბილეთები 949 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DBUS%252526destination_iata%25253DLED%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-12-30%252526return_date%25253D2027-01-09%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | მოსკოვი | 31 დეკემბერი 2026 | 10 იანვარი 2027 | ⌊Red Wings⌉ | [ავიაბილეთები 385 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DBUS%252526destination_iata%25253DMOW%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-12-31%252526return_date%25253D2027-01-10%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | მინვოდი | 4 დეკემბერი 2026 | 11 დეკემბერი 2026 | ⌊Azimuth⌉ | [ავიაბილეთები 297 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DBUS%252526destination_iata%25253DMRV%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-12-04%252526return_date%25253D2026-12-11%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) |

 

**მემილიონე მგზავრი გერმანიიდან**

[**ბათუმის აეროპორტი**](https://avia.ge/batumi-airport/) -სთვის საიუბილეო, მემილიონე
მგზავრი [**გერმანიის**](https://avia.ge/aviabiletebi-germania/) მოქალაქე მიჰალ ნატოვიჩი
აღმოჩნდა. ის საქართველოს ტურისტული მიზნით, შვილებთან ერთად სტუმრობდა. მას აეროპორტში
სიმბოლური ღონისძიებით გაუმასპინძლდნენ და საზეიმო ვითარებაში გააცილეს.

**ინფრასტრუქტურის განვითარება მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ**

მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდის ფონზე, “ტავ ჯორჯია” აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს
ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და მოდერნიზებაში.

მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტები:

 * დასრულდა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სრული რეაბილიტაცია.
 * გაორმაგდა საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა.
 * შეძენილია ახალი, თანამედროვე ტექნიკა.

გამტარუნარიანობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, იგეგმება მგზავრთა დახვედრის ზონისა 
და მოფრენის დარბაზში საპასპორტო კონტროლის სივრცის გაფართოება. ეს პროექტები უზრუნველყოფს
მგზავრებისთვის მეტ კომფორტს და აეროპორტის ეფექტიან მუშაობას მზარდი ფრენების პირობებში.

**Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე:
[551 907 907](https://avia.ge/batumi-international-airport-serves-one-millionth-passenger/+995 551 907 907)**
