ავიაბილეთები ყველაზე იაფად

აზალ azal / Azerbaijan Airlines

აზალი

აზერბაიჯანის ავიახაზები, რომელსაც ასევე აზალის სახელით იცნობენ მსოფლიოს გარშემო, საკმაოდ კომფორტული და მისაღები ფასის მქონე სერვისის შემოთავაზება შუეძლია თქვენთვის.

ეს ცნობილი ავიახაზები აზერბაიჯანის წამყვან ავიაკომპანიათ ითვლება და ბაქოში, ჰეიდარ ალიევის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქვს განთავსებული სათაო ბაზა.

ცნობილი ავიახაზების თვითმფრინავები აზიის, ევროპისა და ამერიკის მიმართულებით ანხორციელებენ რეისებს. აზალი საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის წევრია და 1992 წლის 7 აპრილსაა დაარსებული. იგი პირველი ავია კომპანია იყო, რომელი ქვეყანაში დამოუკიდებლობის დამტკიცების შემდეგ დააარსეს. 

Azerbaijan Airlines უკვე დიდი ხანია რაც ერთ–ერთ ლიდერ ავიაკომპანიათ ითვლება საერთაშორისო დონეზე და ასევე საავიაციო საზოგადოების ლიდერებს შორის მოიაზრება. მისი რეისების სია საერთო ჯამში 40 დანიშნულების ადგილსა და 25 ქვეყანას აერთიანებს.

2016 წელს აზერბაიჯანის ავიახაზებმა (აზალმა) 2 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა წარმატებით სასურველ დანიშნულების ადგილზე.

აზერბაიჯანის ავიახაზები პირდაპირ რეისებს თბილისის აეროპორტიდან საკმაოდ ხშირად ანხორციელებს. მათი თვითმფრინავებით შეგიძლიათ თბილისიდან ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი რეისით ჩაფრინდეთ.

აღნიშნული მიმართულებით გასაფრენად საქართველოს დედაქალაქიდან გაფრენის მსურველებს აზალის მომსახურეობით სარგებლობის შემთხვევაში 200–დან 300 ლარამდე თანხის გადახდა მოუწევთ.

თბილისი ბაქო

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 ივნისი 202530 ივნისი 2025აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 754 -დან
1 ივლისი 20255 ივლისი 2025აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 634 -დან
30 აგვისტო 202531 აგვისტო 2025აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 554 -დან

მათი მომსახურეობით სარგებლობა მართლაც გარანტირებულ კომფორტსა და ფასის შესაბამის მომსახურეობას გთავაზობთ. პროფესიონალი თანამშრომლებისა და ბორტზე არსებული უამრავი ტრენდული სერვისის წყალობით, აზერბაიჯანის ავიახაზებით ფრენისას თქვენ ნამდვილად ვერ მოიწყენთ და არც დისკომფორტი არ შეგაწუხებთ.

სწორედ ასეთი დონის შემოთავაზეის წყალობითაა ეს კომპანია დღესდღეისობით საკუთარი რეგიონის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და მოწინავე ავია კომპანია. მათი სერვისით სარგებლობა საქართველოს მოქალაქეებს საკმაოდ მარტივად შეუძლიათ.

ასევე აზალის საჰაერო ფლოტი ერთ–ერთ ყველაზე მოდერნიზებულ სატრანსპორტო ხაზად ითვლება მსოფლიოში. იგი საერთო ჯამში 23 თვითმფრინავს მოიცავს და მისი საჰაერო ბაზაც სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

ცნობილი ავიახაზები გამუდმებით ანხორციელებს საკუთარი აერო ფლოტის განახლებას და ყოველთვის მოწინავე სტანდარტების მიხედვით ანხორციელებს საკუთარი სერვისების განახლებასაც. 

ბათუმი ბაქო

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 ივნისი 202527 ივნისი 2025აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 659 -დან
8 ივლისი 20259 ივლისი 2025აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 582 -დან
4 აგვისტო 202510 აგვისტო 2025აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 638 -დან
Exit mobile version