Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაციის გავლენა მოდაზე – 5 ნივთი, რომელიც პილოტებისთვის შეიქმნა

Pilot in aviator sunglasses and uniform

ხშირად, ჩვენს ყოველდღიურ გარდერობში არსებული ნივთები იმაზ მეტ ისტორიას ინახავს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ბევრი საკულტო აქსესუარი და სამოსი, არა მოდის დიზაინერების ატელიებში, არამედ საავიაციო პირობებში, პილოტების უსაფრთხოებისთვისა და კომფორტისთვის შეიქმნა. ავიაცია ყოვლთვის ასოცირდებოდა სიმამაცესთან, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პილოტების ეკიპირებამ დროთა განმავლობაში პოდიუმებსა და ჩვენს კარადებში გადმოინაცვლა.

ალბათ, როდესაც საქართველოდან დასასვენებლად მიფრინავთ და შეძენილი გაქვთ თბილისი ბერლინი ავიაბილეთები ან თბილისი ლონდონი ავიაბილეთები, საჭირო ნივთები მომარაგებული და ბარგიც ჩალაგებული გაქვთ. მოგზაურობისთვის აუცილებელია გვქონდეს: მზის სათვალე, თუ ზამთარში მიდიხართ – თბილი მოსაცმელი და ჩექმები. ეს ნივთები კი სწორედ ავიაციას უკავშირდება.

დღეს ამ სტატიით, მითი, რომ მოდა მხოლოდ პოდიუმზე და მოდის სახლებში იბადება, უნდა დავამსხვრიოთ. წარმოგიდგენთ 5 ნივთს, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ავიატორებისთვის შეიქმნა.

Ray-Ban Aviator – მზისგან დამცავიფარი

1930-იან წლებში, როდესაც თვითმფრინავებმა უფრო მაღალ დისტანციებზე დაიწყეს ფრენა, პილოტები აუტანელ თავის ტკივილსა და გულზიდვას უჩიოდნენ, რასაც კაშკაშა შუქი და ულტრაიისფერი სხივები იწვევდა. აშშ-ის არმიამ დახმარებისთვის კომპანია Bausch & Lomb-ს მიმართა. მათ შექმნეს სპეციალური ფორმის სათვალე მწვანე ლინზებით, რომელიც სინათლეს ფილტრავდა და მხედველობის მაქსიმალურ არეალს ტოვებდა. ასე გაჩნდა ლეგენდარული „ავიატორები“, რომლებიც დღეს სტილის განუყოფელი ნაწილია.

ray-ban-aviation-pilots

Cheap Flights from Kutaisi

DestinationDeparture atReturn atFind tickets
Larnaca9 December 202616 December 2026ავიაბილეთები 118 -დან
Poznan19 November 202624 November 2026ავიაბილეთები 146 -დან
Warsaw19 November 202625 November 2026ავიაბილეთები 151 -დან
Thessaloniki31 January 20278 February 2027ავიაბილეთები 174 -დან
Athens2 December 20269 December 2026ავიაბილეთები 185 -დან
Milan25 December 202615 January 2027ავიაბილეთები 188 -დან
Katowice3 December 20268 December 2026ავიაბილეთები 206 -დან
Bratislava24 November 202628 November 2026ავიაბილეთები 254 -დან
Venice26 December 20262 January 2027ავიაბილეთები 257 -დან
Memmingen4 November 202611 November 2026ავიაბილეთები 257 -დან

Bomber Jacket – ცის დამპყრობლებისჯავშანი

პირველი მსოფლიო ომის დროს თვითმფრინავებს ღია კაბინები ჰქონდათ, სადაც პილოტებს მინუს ტემპერატურაში უწევდათ ყოფნა. მათ სჭირდებოდათ სამოსი, რომელიც ქარსა და ყინვას გაუძლებდა. ასე შეიქმნა ტყავის მძიმე ქურთუკები. მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის დროს, გაჩნდა უფრო მსუბუქი, ნეილონის მოდელები (ცნობილი როგორც MA-1), რომლებმაც თავისი პრაქტიკულობითა და დიზაინით მალევე მოიპოვეს პოპულარობა სამოქალაქო მოდაში.

bomber jacket for pilot avia

მაჯის საათიაუცილებელი სანავიგაციო ხელსაწყო

მე-20 საუკუნის დასაწყისში მამაკაცის მაჯის საათი „ქალურ“ აქსესუარად ითვლებოდა – კაცები მხოლოდ ჯიბის საათებს ატარებდნენ. თუმცა, პილოტისთვის ფრენისას ჯიბიდან საათის ამოღება წარმოუდგენელი იყო. 1904 წელს ლუი კარტიემ თავისი მეგობარი პილოტისთვის, ალბერტო სანტოს-დიუმონისთვის, შექმნა პირველი მამაკაცის მაჯის საათი, რათა მას დრო საჭიდან ხელის აუღებლად გაეკონტროლებინა. ამ ინოვაციამ სამუდამოდ შეცვალა საათების ინდუსტრია.

aviator watch is a highly legible, functional, and robust timepiece

Trench Coat – წყალგაუმტარი ელეგანტურობა

მიუხედავად იმისა, რომ „ტრენჩი“ თავდაპირველად სამხედროებისთვის შეიქმნა, სწორედ ავიატორებმა აქციეს ის განსაკუთრებულ სტილად. თომას ბარბერიმ გამოიგონა წყალგაუმტარი ქსოვილი (გაბარდინი), რომელიც იდეალური იყო ღია კაბინაში მყოფი პილოტებისთვის წვიმიან ამინდში. მისი სიმსუბუქე და ფუნქციურობა პილოტებს თავისუფლად მოძრაობის საშუალებას აძლევდა, დღეს კი ეს სამოსი კლასიკური მოდის სიმბოლოა.

trench coat aviation pilot

Shearling Boots – თბილი ჩექმები მაღალი სიმაღლეებისთვის

ის, რასაც დღეს ხშირად ზამთრის კომფორტულ ფეხსაცმელად მივიჩნევთ, ავიაციიდან მოდის. მაღალ სიმაღლეზე ფეხების გაყინვა პილოტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე იყო. ცხვრის ტყავისგან დამზადებული თბილი ჩექმები (ე.წ. „Fug Boots“) ეკიპაჟის წევრებისთვის სიცივისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება იყო ხანგრძლივი ფრენების დროს.

 

ავიაცია არ არის მხოლოდ ტრანსპორტი – ეს არის სფერო, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ჩვენს ყოველდღიურობაზე. როდესაც შემდეგში „ბომბერს“ მოიცვამთ ან „ავიატორებს“ გაიკეთებთ, გახსოვდეთ, რომ თქვენ ატარებთ ისტორიას, რომელიც ცაში დაიწერა.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version