დღესდღეობით, ფრენა და მოგზაურობა ჩვეულებრივი მოვლენაა. ყოველდღიურად ასობით ადამიანი მიფრინავს მილანისა და პარიზის მიმართულებით თუმცა ადრე, 100 წლის წინ, ის ფუფუნება და თავგადასავალი გახლდათ. ჩვენ ვწუწუნებთ ვიწრო სავარძლებზე ან ბარგის წონაზე, მაგრამ სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ, თვითმფრინავით ფრენა ნამდვილ გმირობასთან, ექსტრემთან და წარმოუდგენელ ფუფუნებასთან ასოცირდებოდა. ავიაციის ისტორია სავსეა ისეთი დეტალებით, რომლებიც დღეს ღიმილს გვგვრის, მაშინ კი ყოველდღიურობა იყო.
თუ გაინტერესებთ, როგორ გამოიყურებოდა პირველი ფრენა და რა გზა გაიარა სამოქალაქო ავიაციამ დღემდე, წაიკითხეთ ეს 5 უცნაური ფაქტი.
პირველი „კლასები“: პლედები და ღია ფანჯრები
პირველი სამგზავრო თვითმფრინავები სულაც არ ჰგავდა დღევანდელ კომფორტულ ლაინერებს. 1920-იან წლებში კაბინებში არ არსებობდა გათბობის სისტემა. მგზავრები ხშირად ღია ან ნახევრად ღია თვითმფრინავებით მგზავრობდნენ, სადაც საშინელი ქარი და სიცივე იყო.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ავიაკომპანიები მგზავრებს სქელ შალის პლედებსა და ცხელი წყლით სავსე „სათბურებს“ ურიგებდნენ, ფრენისას რომ არ გაყინულიყვნენ. ხმაური კი იმდენად ძლიერი იყო, რომ ბორტგამცილებლები მგზავრებს სპეციალური რუპორებით ან ქაღალდზე დაწერილი ბარათებით ეკონტაქტებოდნენ.
მოწევა ბორტზე
დღეს ბორტზე მოწევა მკაცრად აკრძალულია და უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი წესია, თუმცა 1980-იან წლებამდე თვითმფრინავის სალონი სიგარეტის კვამლში იყო გახვეული.
ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რატომ შეიცვალა ეს? მიზეზი მხოლოდ ჯანმრთელობა არ ყოფილა. ჰაერის გამწმენდი ფილტრების მუშაობა, რომლებიც კვამლს ფილტრავდა, ავიაკომპანიებს დიდ ფულს უჯდებოდა (საწვავის ხარჯი იზრდებოდა).
თუ კარგად დააკვირდებით, თანამედროვე თვითმფრინავების საპირფარეშოებში დღესაც ნახავთ საფერფლეებს. ეს საერთაშორისო სტანდარტია – თუ ვინმე წესს მაინც დაარღვევს, სიგარეტი სანაგვე ურნაში არ უნდა ჩააგდოს, რათა ხანძარი არ გამოიწვიოს.

ვახშამი ვერცხლის ჭურჭლით და ხიზილალით
ავიაციის „ოქროს ხანაში“ (1950-60-იანი წლები) კვება ნამდვილი რიტუალი იყო. მგზავრებს საკვებს ვერცხლის დან-ჩანგლით, ჩინური ფაიფურითა და ძვირფასი ჭიქებით მიართმევდნენ. მენიუში ხშირად შეხვდებოდით ხიზილალას, ლობსტერსა და საუკეთესო სტეიკებს.
პირველი სტიუარდესები – დიპლომირებული ექთნები
1930-იან წლებში, როდესაც მგზავრებს ფრენის ჯერ კიდევ ეშინოდათ, ავიაკომპანიებმა მოიფიქრეს გენიალური მარკეტინგული სვლა: ბორტზე მხოლოდ ექთნები აიყვანეს. მათი თეთრი ხალათები და მშვიდი გამომეტყველება მგზავრებს უსაფრთხოების განცდას უქმნიდა.
მოქმედებდა მკაცრი სტანდარტი: იმ დროინდელი ბორტგამცილებელი აუცილებლად დაუოჯახებელი უნდა ყოფილიყო და არ უნდა აწონილიყო 52 კილოგრამზე მეტს, რათა თვითმფრინავს ზედმეტი ტვირთი არ აეღო.
ფრენა, როგორც „ელიტური კლუბი“
დღეს იაფი ავიაბილეთები ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ 70 წლის წინ ფრენა მხოლოდ ძალიან მდიდარი ადამიანების პრივილეგია იყო. ბილეთის ფასი საშუალო ხელფასზე რამდენჯერმე მეტი იყო, რის გამოც თვითმფრინავში მგზავრები საუკეთესო სამოსით – კოსტიუმებითა და კაბებით გამოწყობილები ადიოდნენ.
საბოლოოდ, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა ჩვენი მსჯელობიდან და ვთქვათ, რომ ავიაციამ უდიდესი გზა გაიარა პლედებიდან – თანამედროვე ლაინერებამდე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვერცხლის ჭურჭლით აღარ გვმასპინძლობენ, ფრენა გახდა სწრაფი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ყველასთვის.
Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907