ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაბილეთები სოჭის მიმართულებით

aviabiletebi sochi

რუსეთის უდიდესი ტერიტორია საკმაოდ ბევრ განსხვავებულ მხარესა და უნიკალურ რეგიონს მოიცავს. მათ შორის თქვენ მარტივად შეიძლება დაიბნეთ არჩევანის გაკეთებისას, რადგან რუსული ქალაქების სია მართლაც ძალიან გრძელი და მრავალფეროვანია. თუმცა, ახალი სეზონის მოახლოებასთან ერთად ყველაზე აქტიური სოჭი და მისი მიმდებარე რეგიონებია. მაგალითად მოსკოვის მაგივრად, ავიაბილეთების სოჭის მიმართულებით შეძენის მიზეზად უამრავი რამის დასახელება შეიძლება. პირველ რიგში, რათქმაუნდა ამ დროს მრავალფეროვანი ბუნების აღნიშვნაა მთავარი.

სოჭში ჩასული თითოეული ტურისტი შეძლებს დატკბეს კლასიკურ ზღვის სანაპიროზე უფრო მეტი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობით. თუკი თქვენ წყლის პირას წამოწოლა და მზის სითბოთი დატკბობა არ გსურთ, ამ მხარეში იდეალური სამთო-სათხილამურო კურორტები მაინც ნამდვილად მოგხიბლავთ. მარტივად შეიძლება ითქვას, რომ ეს რუსული ქალაქი ნებისმიერი გემოვნების დამსვენებელზეა გათვლილი და მის სტუმრებს ასევე ძალიან მრავალფეროვანი სამზარეულოს გასინჯვაც შეუძლიათ.

მსოფლიომ სოჭი ოლიმპიური ქალაქის წყალობით კიდევ უფრო კარგად და ფართოდ გაიცნო. ამ საინტერესო ტერიტორიის დათვალიერება დღესაც შეგიძლიათ. ავიაბილეთები სოჭის მიმართულებით ასევე ყველაზე მეტად ბოტანიკური თემატიკის მოყვარულებს გამოადგებათ. თუკი თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად სოჭის ცნობილ ბაღებს ეწვევით, ნამდვილად არ მოიწყენთ. 1889 წელს დაფუძნებული ეს ბოტანიკური ბაღი მართლაც ღირს ნახვად. ამაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენის მსურველებს პირველ რიგში Ural Airlines გაუწევს დახმარებას. ამ ავიაკომპანიის ავიაბილეთები სოჭის მიმართულებით 300 ლარიდან 500 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ. ამ შემთხვევაში თბილისიდან სოჭში დაახლოებით 1 საათსა და 30 წუთში აღმოჩნდებით გადაჯდომის გარეშე.

თბილისი სოჭი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
23 მაისი 20243 ივნისი 2024პირდაპირიAzimutავიაბილეთები 345 -დან
6 ივნისი 202410 ივნისი 2024პირდაპირიAzimutავიაბილეთები 344 -დან
1 ივლისი 202415 ივლისი 2024პირდაპირიRed Wingsავიაბილეთები 480 -დან
26 აგვისტო 20242 სექტემბერი 2024პირდაპირიAzimutავიაბილეთები 535 -დან
19 სექტემბერი 202426 სექტემბერი 2024პირდაპირიAzimutავიაბილეთები 435 -დან
14 ოქტომბერი 202424 ოქტომბერი 2024პირდაპირიAzimutავიაბილეთები 375 -დან
17 დეკემბერი 202413 იანვარი 20251 ᲒაჩერებაAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 1 057 -დან
12 იანვარი 202515 იანვარი 20252 ᲒაჩერებაAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 1 281 -დან

სოჭის საერთაშორისო აეროპორტში მოხვედრის მსურველებს ასევე ქუთაისიდან გაფრენაც შეუძლიათ. ამ ვარიანტის არჩევის შემთხვევაში, ყველაზე ხელსაყრელი ასევე Ural Airlines-ის მომსახურეობა იქნება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სოჭის საერთაშორისო აეროპორტში მოხვედრა მათი დახმარებით 700-დან 1050 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. ამ გზით გაფრენისას ფრენის საშუალო დრო 12 საათს შეადგენს და მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტში მოგიწევთ გადაჯდომა შუა რეისის დროს.

ქუთაისი სოჭი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 მაისი 202428 მაისი 20242 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 388 -დან
1 ივნისი 20243 ივნისი 20242 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 2 048 -დან
3 ივლისი 202431 ივლისი 20242 ᲒაჩერებაRed Wingsავიაბილეთები 1 863 -დან
10 აგვისტო 20247 სექტემბერი 20242 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 2 274 -დან
23 სექტემბერი 202413 ოქტომბერი 20242 ᲒაჩერებაRed Wingsავიაბილეთები 1 817 -დან
Exit mobile version