ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაბილეთები ნეაპოლის მიმართულებით

ნაპოლის ავიაბილეთები

ზამთრის ტურისტული სეზონის მოსვლა ყველაზე გამორჩეულად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში იგრძნობა. თუმცა, ახალი წლის გატარება ეიფელის კოშკის მიდამოების გარდა, უფრო თბილ და მყუდრო გარემოშიც ბევრ ადამიანს ხიბლავს. თუკი ცივი პერიოდის არდადეგების გატარება საყვარელ ადამიანთან ერთად ასეთ სოლიდურ გარემოში გსურთ, მაშინ იტალიაში წასვლა მართლაც იდეალური არჩევანია. ეს ქვეყანა ერთ–ერთი ასეთ გამორჩეულ ლოკაციად  ითვლება, რომლის ქალაქებიც სწორედ იდეალური ჰავითა და მოსახლეობით დაგხვდებათ აეროპორტის ზღურბლს მიღმა. სწორედ ამიტომ უნდა დაჯავშნოთ ავიაბილეთები ნეაპოლის მიმართულებით ახლავე.

იტალიის დედაქალაქი მთელი წლის განმავლობაში ტურისტების მოზღვავებული რაოდენობით გამოირჩევა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი სწორედ შობის პერიოდში ხდება. სწორედ ამიტომ, მაგალითად ნეაპოლში გამგზავრება ბევრად უფრო კომფორტული და მშვიდი დასვენების შესაძლებლობას მოგცემთ. ასევე, ასეთი ლოკაციის სტუმრობა არც რომანტიული გარემოს ნაკლებობას განგაცდევინებთ. დღემდე აქტიური სტატუსის მქონე ვულკანის მახლობლად გაშენებული ულამაზესი მხარე უამრავი ღირსშესანიშნავი ტურისტული ასპექტით მოგაწონებთ თავს.

ნაპოლის სტუმრობისას თქვენს თვალწინ გადაიშლება მრავალი საუკუნის განმავლობაში დაგროვილი ხელოვნების უნიკალური ნიმუშები. ქალაქის ყველაზე ღირსშესანიშნავი კათედრალის მონახულებისას კი უამრავი უნიკალური ფრესკის დათვალიერებას შეძლებთ. ამ ქალაქში არსებული სამეფო სასახლისა და 13–ე საუკუნის დროინდელი ციხე–სიმაგრეების დათვალიერების საშუალებას ყველაზე მოხერხებულ ფასში Lufthansa–ს ავიახაზები მოგცემთ.

ყველაზე დიდი გერმანული ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ნაპოლის მიწაზე დაახლოებით 15–16 საათში მოგახვედრებთ. აღნიშნული სიამოვნების ფასი სხვადასხვა საინტერესო აქციების ფარგლებში, რომლების ნახვაც Avia.Ge–ს საძიებო სისტემის წყალობით შეგიძლიათ, 1300 ლარიდან 1400 ლარის ფარგლებში მერყეობს.

თბილისი ნაპოლის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
18 მაისი 202625 მაისი 20261 ᲒაჩერებაGeorgian Airwaysავიაბილეთები 645 -დან
3 ივნისი 20268 ივნისი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 727 -დან
1 ივლისი 20267 ივლისი 20262 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 915 -დან
1 აგვისტო 20263 აგვისტო 20263 ᲒაჩერებაSky Express Greeceავიაბილეთები 1 161 -დან
26 სექტემბერი 202630 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაSky Express Greeceავიაბილეთები 907 -დან

აღნიშნული ავიაკომპანიის რეისი იტალიის მიმართულებით მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტში გადასაჯდომად შეჩერებას ითვალისწინებს. ასეთი დეტალებისა და უამრავი სხვა საჭირო ინფარმაციის ნახვა Avia.Ge -ზე მარტივად შეგიძლიათ.

ავიაბილეთები ნაპოლის მიმართულებით,ასევე,შეგიძლიათ შეიძინოთ ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან, საიდანც მოგემსახურებათ კომპანია Wizz air Georgia და ერთი გადაჯდომით მილანის გავლით სულ რამდენიმე საათში ნაპოლში შეძლებთ რომ ჩაფრინდეთ, რა თქმა უნდა, ქუთაისიდან გამგაზვრების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად დაზოგავთ ბიუჯეტს და ბევრად დაბალ ფასად შეძლებთ შეიძინოთ ავიაბილეთები ნაპოლის მიმართულებით.

ქუთაისი ნაპოლის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
6 მაისი 202614 მაისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 451 -დან
15 ივნისი 202618 ივნისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 537 -დან
13 ივლისი 202627 ივლისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 915 -დან
9 აგვისტო 202614 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 862 -დან
1 სექტემბერი 20267 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 776 -დან

ამ ვებგვერდის ავიაბილეთების საძიებო სისტემის წყალობით ავიაბილეთები ნეაპოლის მიმართულებით თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასის მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ. ასევე, საიტის კალენდარი საშუალებას მოგცემთ გადახედოთ სხვადასხვა დღის ფასებს და უფრო მარტივად გააკეთოთ არჩევანი.

Exit mobile version