# Arkia Airlines ავიაკომპანია არკია

- Link: https://avia.ge/arkia-airlines/
- Published: 2021-12-29T11:27:18+04:00
- Author: Anuka Robakidze

**ავიაკომპანია Arkia Airlines 1949 წელს დაარსდა [ისრაელში](https://avia.ge/aviabiletebi-israelis/).
მისი დაარსების მიზანი ეილათისა და ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის ერთმანეთთან საჰაერო გზით
დაკავშირება იყო.**

შიდა ფრენებზე წარმატებულად ოპერირების შემდეგ, ავიაკომპანია Arkia საერთაშორისო საჰაერო
სივრცესაც შეუერთდა. კერძოდ, 1980 წლიდან დავიწყო ავიაკომპანიამ გაფართოება და ოპერირება
დაიწყო როგორც შიდა, ისე საერთაშორისო და ჩარტერულ ფრენებზე. დღეს Arkia Airlines-ი
ისრაელში მეორე ყველაზე დიდი ავიაკომპანიაა [Israir Airlines](https://avia.ge/israir-airlines/)–
ის შემდეგ.⌊avia.ge ⌉

დღეისათვის, Arkia 16 ქვეყანასა და 25 ქალაქში ასრულებს ავიარეისებს, საიდანაც 3 შიდა
მიმართულებაა, ხოლო 22 საერთაშორისო.

Arkia-ს შიდა მიმართულებები მოიცავს: ელიათს, [თელ ავივს](https://avia.ge/aviabiletebi-tel-aviv/),
იაფოს.

საერთაშორი მიმართულებები კი შემდეგია: ამსტერდამი, ათენი, [ანტალია](https://avia.ge/travel-guide/antalya/),
ბარსელონა, ბერლინი, [ბუდაპეშტი](https://avia.ge/travel-guide/athens/), ბუქარესტი,
კოპენჰაგენი, დუბრონვიკი, ჟენევა, სტამბოლი, მიკონოსი, ლარნაკა, ლუბლიანა, [მილანი](https://avia.ge/travel-guide/milan/),
მარსელი, მიუნხენი, ნიცა, [პარიზი](https://avia.ge/travel-guide/paris-guide/), პრაღა,
რომი, სტოკჰოლმი, ვენეცია, ვერონა, კიევი და თბილისი.
