# Arkia Airlines-ს წესები და პირობები

- Link: https://avia.ge/arkia-airlines-rules/
- Published: 2022-11-14T20:40:27+04:00
- Author: Anuka Robakidze

ისრაელის დროშის ქვეშ მფრინავია Arkia Airlines -ი 1949 წელს დაარსდა შიდა ფრენებისათვის,
თუმცა წარმატებულად ოპერირების შემდეგ,  1980 წლიდან ავიაკომპანია **საერთაშორისო საჰაერო
სივრცესაც შეუერთდა**.

დღეისათვის, [**Arkia** ](https://avia.ge/arkia-airlines/)ფრენებს 40-ზე მეტ მიმართულებაზე
ახორციელებს ევროპის, აზიისა და აფრიკის მიმართულებით.

მათ შორის, შიდა მიმართულებები მოიცავს: **_[თელ ავივს](https://avia.ge/aviabiletebi-tel-aviv/),
ელიათს, იაფოს_**.

ხოლო, საერთაშორი მიმართულებები კი შემდეგია: **_[ამსტერდამი](https://avia.ge/travel-guide/amsterdam/),
ათენი, ბარსელონა, ბერლინი, ლარნაკა, [მილანი](https://avia.ge/travel-guide/milan/),
მიუნხენი, [პარიზი](https://avia.ge/travel-guide/paris-guide/), [პრაღა](https://avia.ge/travel-guide/prague/),
რომი, ვენეცია, თბილისი და სხვ._**

ამ სტატიაში დეტალურად გაეცნობით Arkia Airlines -ს წესებსა და პირობებს.

 * 
   ## **ავიაბილეთის გაუქმება**
   

მგზავრებს შეუძლიათ გააუქმონ ჯავშანი, თუ დაკმაყოფილებულია ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა
პირობა:

 * თუ ჯავშანი განხორციელდა უშუალოდ მომხმარებლის მიერ ტელეფონით ან ონლაინ.
 * თუ მგზავრმა ბილეთები დაჯავშნა რეისის გამგზავრებამდე რვა ან მეტი სამუშაო დღით 
   ადრე.
 * თუ მგზავრი წერილობით გააუქმებს ჯავშანს ბილეთს დაჯავშნიდან 14 დღის განმავლობაში.
 * თუ ჯავშნის გაუქმება მოხდება ფრენის გამგზავრების თარიღამდე მინიმუმ 7 სამუშაო დღის
   განმავლობაში.

 * 
   ## **რეგისტრაცია/Check-in**
   

**ონლაინ რეგისტრაცია**

Arkia Airlines-ი მგზავრებს საშუალებას აძლევს განახორციელონ ონლაინ რეგისტრაცია გამგზავრებამდე
24 საათით ადრე. კონტრშემოწმება აეროპორტში იხსნება გამგზავრებამდე 75 წუთით ადრე საერთაშორისო
ფრენებისთვის.

**აეროპორტში რეგისტრაცია**

მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაცია შეიძლება განსხვავდებოდეს აეროპორტის მიხედვით, 
რეგისტრაცია იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 3 საათით ადრე საერთაშორისო რეისებისთვის.

 * 
   ## **ბარგი**
   

**ხელბარგი**

მგზავრებს უფლება აქვთ ისარგებლონ უფასო ხელბარგით, 7 კგ-მდე მაქსიმალური წონით. ეს
ბარგი არ უნდა აღემატებოდეს 20 სმ x 40 სმ x 55 სმ-ს.

მგზავრებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ხელბარგი არ შეიცავდეს რაიმე აკრძალულ ნივთს, წინააღმდეგ
შემთხვევაში ის შეიძლება ჩამოერთვთ.

**ჩასაბარებელი ბარგი**

საერთაშორისო ფრენებზე, ჩასაბარებელი ბარგი დამოკიდებულია შეძენილ ტარიფზე. თუ მგზავრობის
საფასურში შედის ჩასაბარებელი ბარგი, ამ შემთხვევაში უფასო წონა იქნება 23 კგ.

 * 
   ## **მოგზაურობა შინაურ ცხოველთან ერთად**
   

არკია შინაური ცხოველის გადასახადს ითვლის შემდეგნაირად: (ცხოველის წონა + გალია) x
ჭარბი მაჩვენებელი თითო კგ-ზე.

მინიმალური გადასახადი დაფუძნებულია 3 კგ ჭარბ წონაზე.

აუცილებელია, რომ მგზავრებს თან ექნებათ ალიკაპი, გალია და საბუთები, რომლებიც საჭიროა
შინაური ცხოველის დანიშნულების ადგილზე მოსახვედრად.

**შინაური ცხოველების ტვირთის სათავსოთი გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არის შემდეგი:**

 * ფრენა შეუძლიათ ცხოველებს, რომლებიც არ ემუქრებიან თანამშრომლების ჯანმრთელოას, 
   რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან მათ მართვაზე.
 * ძაღლების გადასაყვანად აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ ალიკაპი.
 * საერთაშორისო ფრენებისთვის საჭიროა შესაბამისი დოკუმენტაცია.
 * შინაური ცხოველების მომსახურებისთვის არის ფიქსირებული ტარიფი, რომელსაც იხდით აეროპორტში
 * ცხოველი უნდა იყოს ცალკე გალიაში.

**შინაური ცხოველების სალონით გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არის შედეგი:**

 * მგზავრებს შეუძლიათ სალონში აიყვანონ მეგზური ძაღლი, თუმცა მისი წინა გალიათან ერთად
   არ უნდა აღემატებოდეს 8 კგ-ს, ზომები კი – 40 x 20 x 40-ს .
 * თუ ცხოველს აქვს ავადმყოფობის ნიშნები, შეიძლება მან ვერ შეძლოს ბორტზე მგზავრობა.
 * მგზავრებმა ხელი უნდა მოაწერონ სპეციალურ ფორმას „მოგზაურობა შინაურ ცხოველებთან
   ერთად“.
 * მნიშვნელოვანია, რომ მგზავრებმა დაგეგმონ შინაურ ცხოველთან ერთად მოგზაურობა ფრენის
   ბილეთების დაჯავშნის დროს.

#### აღნიშნული ავიაკომპანია ფრენებს ახორციელებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან. იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე:  **󠀁[551 907 907](https://avia.ge/arkia-airlines-rules/551 907 907)󠁿**
