ავიაბილეთები ყველაზე იაფად

დუბლიკატი ქალაქები: სად გავფრინდეთ ამსტერდამისა და ვენეციის ნაცვლად

dublikati qalaqebi da aviabiletebi

დღესდღეობით ევროპაში მოგზაურობა ნამდვილად გამარტივებულია, მაგრამ პოპულარულ დედაქალაქებში დასვენება 2026 წელსაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. წარმოიდგინეთ: გინდათ რომანტიკული დასვენება ვენეციაში, მაგრამ ეს ყველაფერი დაკავშირებულია აურაცხელ ტურისტთან, უსაშველო რიგებთან მუზეუმის წინ და საკმაოდ ძვირადღირებულ რესტორნებთან. ასევეა ამსტერდამის შემთხვევაშიც – მშვენიერი ქალაქია არხებზე სასეირნოდ, მაგრამ ნაკლებად ბიუჯეტური ქალაქების რიცხვს მიეკუთვნება.

სწორედ აქ ჩნდება ახალი, ძალიან საინტერესო და პრაქტიკული ტრენდი, რომელმაც სოციალური ქსელები და გამოცდილი მოგზაურების გულებიც კი დაიპყრო – „Destination Dupes“ (მიმართულების დუბლიკატები). ტრენდი გთავაზობთ მოგზაურობას იმ ქალაქებში, რომლებიც ვიზუალურად, ატმოსფეროთი და კულტურით საოცრად ჰგავს პოპულარულ, ძვირადღირებულ მეგაპოლისებს, მაგრამ გთავაზობთ გაცილებით დაბალ ფასებს, ნაკლებ ხალხმრავლობასა და მეტად ავთენტურ გარემოს.

ამ სტატიაში იმ ქალაქების ჩამონათვალია, რომლებიც საუკეთესო ბიუჯეტური ალტერნატივაა სხვადასხვა ტურისტული ცენტრების და მოგიყვებით, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ მოგზაურობა ჭკვიანურად.

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სალონიკი15 თებერვალი 202615 მარტი 2026ავიაბილეთები 123 -დან
ლარნაკა1 თებერვალი 20266 თებერვალი 2026ავიაბილეთები 125 -დან
ვარშავა22 იანვარი 202628 იანვარი 2026ავიაბილეთები 158 -დან
მემინგენი29 იანვარი 20265 თებერვალი 2026ავიაბილეთები 162 -დან
ათენი20 მარტი 202623 მარტი 2026ავიაბილეთები 175 -დან
ვენეცია17 თებერვალი 202624 თებერვალი 2026ავიაბილეთები 175 -დან
მილანი15 თებერვალი 202622 თებერვალი 2026ავიაბილეთები 185 -დან

რა არის „Destination Dupe“ და რატომ არის ის მომავლის ტრენდი

ტერმინი “Dupe” (Duplication – დუბლიკატი) თავდაპირველად კოსმეტიკურ სამყაროში გაჩნდა, მაგრამ მალევე ყველა სფერო მოიცვა, მათ შორის ტურიზმიც. ეს არ ნიშნავს ყალბს ან უხარისხოს. პირიქით, ეს არის ჭკვიანური ალტერნატივა, როგორ დავზოგოთ ბიუჯეტი. რატომ უნდა გადაიხადოთ €200 ღამეში პარიზის 3-ვარსკვლავიან სასტუმროში, რომელიც ცენტრისგან შორს არის, როცა იმავე თანხად ბუდაპეშტის ცენტრში, 5 ვარსკვლავიან აპარტამენტში შეგიძლიათ იცხოვროთ და ისიამოვნოთ არანაკლებ შთამბეჭდავი არქიტექტურული ძეგლებით?!

დუბლიკატი ქალაქების უპირატესობები:

ამსტერდამის ალტერნატივა: ჰამბურგი (გერმანია)

ამსტერდამი ევროპის ყველაზე ლამაზ და თავისუფალ ქალაქებს შორის ნამდვილად იკავებს საპატიო ადგილს, მაგრამ ბოლო პერიოდში ამ შესანიშნავ ადგილას მოგზაურობა ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რადგან გადატვირთული სასტუმროების გამო ფასებმა პიკს მიაღწია, ქალაქის ცენტრი კი სავსეა ტურისტებით.

თუ ამსტერდამში წყლის არხების, აგურის ლამაზი შენობების, ხედებისა და მდიდარი ღამის ცხოვრების ინტერესით მიდიხართ, თქვენი ალტერნატიული გაჩერება ჰამბურგია და აი, რატომ ჰამბურგი…

უმეტესობამ არც კი იცის, რომ გერმანიის საპორტო ქალაქში იმაზე მეტი ხიდია, ვიდრე ამსტერდამში, ლონდონსა და ვენეციაში ერთად (დაახლოებით 2500). ჰამბურგი წყალზე დგას და ეს მას განსაკუთრებულ ელფერს სძენს.

რას ნახავთ ჰამბურგში, რაც ამსტერდამს მოგაგონებთ

ქუთაისი ჰამბურგი ავიაბილეთები ხშირად გაცილებით იაფია, ვიდრე ამსტერდამში. ასევე, სასტუმროებისა და კვების ხარჯი გერმანიაში უფრო დაბალია, ვიდრე ნიდერლანდების დედაქალაქში.

ვენეციის ალტერნატივა: ვროცლავი (პოლონეთი)

ვენეცია ნამდვილად არის მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება, მაგრამ ის იძირება – როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით (ტურისტების ნაკადში). ქალაქში შესვლა ფასიანი გახდა, ზაფხულში არხებს სპეციფიკური სუნი აქვს, გონდოლით გასეირნება კი ისეთ თანხებთან არის დაკავშირებული, რომ უკვე ფუფუნებაა. თუ გსურთ რომანტიკა, კუნძულები და მდინარე, მაგრამ ამასანავე თანხის დაზოგვაც გსურთ – გაიცანით ვროცლავი.

ვროცლავს ხშირად პოლონეთის ვენეციას უწოდებენ. ქალაქი მდინარე ოდრაზეა გაშენებული და 12 კუნძული ქმნის, ეს კუნძულები კი ერთმანეთთან ასზე მეტი ხიდითაა დაკავშირებული.

 

 

ვროცლავის უპირატესობები

პოლონეთი ევროკავშირის ის ქვეყანაა, რომელიც ქართველი ტურისტისთვის ყველაზე ხელმისაწვდომია. ვროცლავში მდიდრული ვახშამი ორ ადამიანზე ღვინით, საშუალოდ 50-60 ლარი დაგიჯდებათ, რაც ვენეციაში მხოლოდ ერთი პიცის ფასია. ავიაბილეთები ქუთაისი ვროცლავი ხშირად დაუჯერებლად დაბალ ფასად, 73 ლარადაც კი შეიძლება შეიძინოთ.

პარიზის ალტერნატივა: ბუდაპეშტი (უნგრეთი)

თუ თქვენი ოცნება პარიზია, მაგრამ ბიუჯეტი ამის საშუალებას არ გაძლევთ, ამ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანი ბუდაპეშტია. მას აღმოსავლეთის პარიზსაც უწოდებენ.

 

 

მსგავსება და უპირატესობა

ბუდაპეშტი ჯერ კიდევ ინარჩუნებს ბიუჯეტურ ფასებს დასავლეთ ევროპასთან შედარებით. ქუთაისი ბუდაპეშტი პირდაპირ ფრენას კი სულ რაღაც 3 საათი სჭირდება.

როგორ ვიყიდოთ ბილეთები „დუბლიკატ“ ქალაქებში

იმისათვის, რომ თქვენი მოგზაურობა მართლაც ბიუჯეტური გამოვიდეს, გაითვალისწინეთ რამდენიმე მარტივი წესი:

მოგზაურობა ადამიანებს განსატვირთად და ემოციების შესაგროვებლად გვჭირდება და არა კონკრეტული წერტილისა და ქალაქის რუკაზე მოსანიშნად. ჰამბურგი, ვროცლავი, ბუდაპეშტი და სხვა „დუბლიკატი ქალაქები“ საშუალებას გაძლევთ, მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ მინიმალური დანახარჯით. მსოფლიო სავსეა საოცარი ადგილებით, რომლებიც აღმოჩენას და შანსს ელის, რომ სამომავლოდ ტურისტული დედაქალაქები გახდნენ.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version