ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ევროპის რამდენიმე აეროპორტმა, ბორტზე სითხეების ატანაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვა გააუქმა

ტალინის აეროპორტი

თითქმის 20 წელია, რაც მსოფლიოს აეროპორტებმა ხელბარგში არსებულ სითხეებზე მკაცრი შეზღუდვები დააწესეს. უსაფრთხოების მოტივით, მგზავრები იძულებულნი არიან გადაყარონ წყლის ბოთლები, საყვარელი სუნამოები და სხვა თხევადი მოცულოდის პროდუქტები, თუ მათი მოცულობა 100 მლ-ს აღემატება.

თუმცა, ტალინის აეროპორტმა, ბორტზე სითხეების ატანის ასეთი მკაცრი შეზღუდვები, ცოტა ხნის წინ გააუქმა. ეს ყველაფერი კი, კონტროლის ზონაში ახალი აღჭურვილობის წყალობით ხდება.

ახლა, ესტონეთის მთავარ აეროპორტში მგზავრების ხელბარგი, გამგზავრების ზონაში არსებული ახალი ამერიკული სკანერებით 920CT Rapiscan Systems-ით შემოწმდება. სკანერი იყენებს სამედიცინო კომპიუტერული ტომოგრაფიის ტექნოლოგიას, რომელიც ნივთების უმცირესი დეტალების დანახვის საშუალებას იძლევა.

ტალინის აეროპორტის ახალი წესების მიხედვით, მგზავრებს შეუზღუდავი რაოდენობის სითხის წაღება შეუძლიათ, 2 ლიტრამდე კონტეინერებით. მთავარი ის არის, რომ ბოთლები და ფლაკონები ჯდებოდეს ავიაკომპანიის მიერ დაშვებულ ბარგში.

გამონაკლისების სიაში შედის ასევე ჰელსინკის ვანტაას აეროპორტი და ამსტერდამის შიფჰოლის აეროპორტები. მათ, ისევე როგორც ტალინმა, უკვე დაამონტაჟეს უახლესი სკანერები და გაამარტივეს წესები.

თბილისი ტალინი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 მაისი 202431 მაისი 20241 ᲒაჩერებაairBalticავიაბილეთები 1 085 -დან
27 მაისი 20242 ივნისი 20241 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 736 -დან
5 ივნისი 20246 ივნისი 20241 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 300 -დან
7 ივნისი 202412 ივნისი 20241 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 106 -დან
12 ივნისი 202430 ივნისი 20241 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 728 -დან
13 ივნისი 202415 ივნისი 20241 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 276 -დან
17 ივნისი 202423 ივნისი 20241 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 516 -დან
1 ივლისი 202412 ივლისი 20241 ᲒაჩერებაairBalticავიაბილეთები 1 196 -დან
9 ივლისი 202412 ივლისი 20241 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 134 -დან
10 ივლისი 202412 ივლისი 20242 ᲒაჩერებაAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 1 201 -დან
22 ივლისი 20245 აგვისტო 20241 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 124 -დან
28 ივლისი 20244 აგვისტო 20241 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 173 -დან
29 ივლისი 20242 აგვისტო 20241 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 165 -დან
6 აგვისტო 202414 აგვისტო 20241 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 125 -დან
3 სექტემბერი 202417 სექტემბერი 20242 ᲒაჩერებაAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 1 119 -დან

 

ამრიგად, თქვენ აღარ დაგჭირდებათ სასმლის ან სუნამოს ყიდვა Duty Free-ს მაღაზიაში გადაჭარბებული ღირებულებით. ამ ყველაფრის შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერ მაღაზიაში რეგულარულ ფასად და ხელბარგით უპრობლემოდ წაღება.

ამიერიდან, ტალინის აეროპორტიდან გამგზავრებისას, მგზავრებს არ სჭირდებათ სითხეების, ლეპტოპების, კამერების და სხვა ელექტრო მოწყობილობების ჩემოდნიდან ამოღება ცალკე კონტროლისთვის.

თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ევროპის აეროპორტების უმეტესობაში ძველი წესები კვლავ ძალაშია. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ აეროპორტში გექნებათ 100 მლ-ზე დიდი მოცულობის რაიმე სითხე, თვითმფრინავში ასვლამდე მისი გადაგდება მოგიწევთ.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version