ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ევროპის რამდენიმე აეროპორტმა, ბორტზე სითხეების ატანაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვა გააუქმა

ტალინის აეროპორტი

თითქმის 20 წელია, რაც მსოფლიოს აეროპორტებმა ხელბარგში არსებულ სითხეებზე მკაცრი შეზღუდვები დააწესეს. უსაფრთხოების მოტივით, მგზავრები იძულებულნი არიან გადაყარონ წყლის ბოთლები, საყვარელი სუნამოები და სხვა თხევადი მოცულოდის პროდუქტები, თუ მათი მოცულობა 100 მლ-ს აღემატება.

თუმცა, ტალინის აეროპორტმა, ბორტზე სითხეების ატანის ასეთი მკაცრი შეზღუდვები, ცოტა ხნის წინ გააუქმა. ეს ყველაფერი კი, კონტროლის ზონაში ახალი აღჭურვილობის წყალობით ხდება.

ახლა, ესტონეთის მთავარ აეროპორტში მგზავრების ხელბარგი, გამგზავრების ზონაში არსებული ახალი ამერიკული სკანერებით 920CT Rapiscan Systems-ით შემოწმდება. სკანერი იყენებს სამედიცინო კომპიუტერული ტომოგრაფიის ტექნოლოგიას, რომელიც ნივთების უმცირესი დეტალების დანახვის საშუალებას იძლევა.

ტალინის აეროპორტის ახალი წესების მიხედვით, მგზავრებს შეუზღუდავი რაოდენობის სითხის წაღება შეუძლიათ, 2 ლიტრამდე კონტეინერებით. მთავარი ის არის, რომ ბოთლები და ფლაკონები ჯდებოდეს ავიაკომპანიის მიერ დაშვებულ ბარგში.

გამონაკლისების სიაში შედის ასევე ჰელსინკის ვანტაას აეროპორტი და ამსტერდამის შიფჰოლის აეროპორტები. მათ, ისევე როგორც ტალინმა, უკვე დაამონტაჟეს უახლესი სკანერები და გაამარტივეს წესები.

თბილისი ტალინი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
14 თებერვალი 202616 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 175 -დან
15 თებერვალი 202616 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 937 -დან
20 თებერვალი 202623 თებერვალი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 984 -დან
5 მარტი 20268 მარტი 20263 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 850 -დან
15 მარტი 202622 მარტი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 914 -დან
3 ივნისი 202612 ივნისი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 901 -დან
1 ივლისი 202626 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 930 -დან
4 ივლისი 202629 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 983 -დან
5 ივლისი 202624 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაairBalticავიაბილეთები 876 -დან

 

ამრიგად, თქვენ აღარ დაგჭირდებათ სასმლის ან სუნამოს ყიდვა Duty Free-ს მაღაზიაში გადაჭარბებული ღირებულებით. ამ ყველაფრის შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერ მაღაზიაში რეგულარულ ფასად და ხელბარგით უპრობლემოდ წაღება.

ამიერიდან, ტალინის აეროპორტიდან გამგზავრებისას, მგზავრებს არ სჭირდებათ სითხეების, ლეპტოპების, კამერების და სხვა ელექტრო მოწყობილობების ჩემოდნიდან ამოღება ცალკე კონტროლისთვის.

თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ევროპის აეროპორტების უმეტესობაში ძველი წესები კვლავ ძალაშია. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ აეროპორტში გექნებათ 100 მლ-ზე დიდი მოცულობის რაიმე სითხე, თვითმფრინავში ასვლამდე მისი გადაგდება მოგიწევთ.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version