# SunExpress ფრენები და ავიაბილეთები

- Link: https://avia.ge/airlines/sunexpress/
- Published: 2025-09-17T17:04:31+04:00
- Author: Tinatin

## **მიმოხილვა**

 

**SunExpres** თურქულ-გერმანული ავიაკომპანიაა, რომლის ბაზაც ანტალიაში მდებარეობს.
იგი 1989 წელს დაარსდა Lufthansa -სა და Turkish Airlines -ის გაერთიანებულ დაქვემდებარებულ
ავიაკომპანიად. დღეს იგი დაფრინავს 90 მიმართულებით 30 ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით,
მათ შორის აფრიკის, ევროპის, ხმელთაშუა ზღვისპირეთის, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის
მიმართულებით.

 

**Sun Express Airlines** -ს აქვს როგორც სეზონური, ასევე მუდმივი ფრენები. ის ყოველწლიურად
15 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება. Sun Express 3-ვარსკვლავიანი ავიაკომპანიაა და
სხვადასხვა სერვისს გთავაზობთ ფრენის დროს, რაც მგზავრობას კომფორტულსა და სასიამოვნოს
ხდის.
