# Air Serbia ფრენები და ავიაბილეთები

- Link: https://avia.ge/airlines/air-serbia-flights/
- Published: 2026-04-10T12:42:49+04:00
- Author: Tinatin

## **Air Serbia შესახებ**

 

**Air Serbia **სერბეთის მთავარი ავიაკომპანიაა, რომლის ჰაბი და სათავო ოფისიც ბელგრადში
ნიკოლა ტესლას აეროპორტში მდებარეობს. იგი დაარსდა 1927 წელს და წარმოადგენდა იუგოსლავიის
ავიაკომპანიას, მისი დაშლის შემდეგ კი განიცადა რებრენდინგი და საგრძნობლად გაფართოვდა.
დღეს იგი დაფრინავს  80-ზე მეტი მიმართულებით 33 ქვეყნის მასშტაბით და ჰყავს 3 დაქვემდებარებული
ავიაკომპანია. მისი ძირითადი მარშრუტები მოიცავს ევროპასა და აზიას, თუმცა აქვს ფრენები
ამერიკაშიც.

 

**Air Serbia **აღმოსავლეთ ევროპის მესამე საუკეთესო ავიაკომპანიაა. იგი ცნობილია როგორც
კარგი და უსაფრთხო ავიაკომპანია. მისი ეკონომ კლასის რეისებიც კი მგზავრთა კომფორტს
უზრუნველყოფს. ავიაკომპანიის მთავარი მიზანი იაფი პირდაპირი ფრენების შეთავაზებაა მგზავრებისათვის.
