საქართველოს მიმართულებით კიდევ ერთი ავიაკომპანია ანახლებს რეისებს. ამჯერად, ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo აღადგენს ფრენებს თბილისსა და შარმ-ელ-შეიხს შორის.
Air Cairo შარმ-ელ-შეიხი თბილისი შარმ-ელ-შეიხის საჰაერო ხაზზე 2 იანვრიდან განაახლებს ოპერირებას. ავიაკომპანია რეისებს კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ კვირას შეასრულებს.
Air Cairo საქართველოს საავიაციო ბაზარს 2014 წელს შემოუერთდა და თბილისის მიმართულებით ასრულებდა რეისებს როგორც შარმ-ელ-შეიხიდან, ისე ჰურგადადან.
ავიაბილეთების შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით უკვე გაყიდვაშია, ამიტომ თუ გსურთ ზამთრის ცივ დღეებს ცოტა ხნით გაექცეთ და მზიანი სანაპიროებისკენ გაეშუროთ, შეგიძლიათ ახლავე დაჯავშნოთ ავიაბილეთები.