ავიაბილეთები ყველაზე იაფად

AirBaltic-ი თბილისის მიმართულებით ავიამიმოსვლას განაახლებს

თბილისი რიგისი ავიაბილეთების დაჯავშნა

ლატვიური ავიაკომპანია AirBaltic-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეისებს აღადგენს. აღნიშნულია ინფორმაცია უკვე დაადასტურა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანიამ, TAV Georgia-მ.

AirBaltic-ი რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს 28 მარტიდან განაახლებს. როგორც უკვე ცნობილია, ავიაკომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს რეისებს.

გარდა იმისა, რომ კიდევ ერთი მიმართულების აღდგენა ნამდვილად სასიხარულო სიახლეა, განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ საქართველოში ბრუნდება ავიაკომპანია, რომელმაც პანდემიის განმავლობაში თავის მგზავრებს განსაკუთრებული უსაფრთხო გარემო შეუქმნა. AirBaltic-ი გახდა პირველი ავიაკომპანია, რომელმაც პანდემიის დროს თვითმფრინავებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, Skytrax-გან 5-ვარსკვლავიანი რეიტინგი მიიღო.

თბილისი რიგის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 თებერვალი 202628 თებერვალი 2026airBalticავიაბილეთები 1 838 -დან
15 მარტი 202617 მარტი 2026airBalticავიაბილეთები 1 246 -დან
2 აპრილი 20269 აპრილი 2026airBalticავიაბილეთები 764 -დან
Exit mobile version