# ეარ კაირო ავიაკომპანია / Air Cairo

- Link: https://avia.ge/air-cairo-airlines/
- Published: 2022-01-11T16:23:45+04:00
- Author: Anuka Robakidze

ავიაკომპანია Air Cairo ეგვიპტური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც 2003 წელს
დაარსდა. მისი მთავარი ბაზა კაიროს საიერთაშორისო აეროპორტშია. ავიაკომპანიის 60% ეგვიპტის
წამყვან ავიაკომპანიას, Egyptair – ს ეკუთვნის.

![Air Cairo](https://avia.ge/wp-content/uploads/2022/01/Air-Cairo-Airline-1024x536.
jpg)

ეარ კაირო ძირითადად შუა აღმოსავლეთის და ევროპის მიმართულებებზე ოპერირებს. დღევანდელი
მონაცემებით, ავიაკომპანია შიდა და საერთაშორისო ფრენებს 19 ქვეყნაში ასრულებს, ჯამში
კი მიმართულებების რაოდენობა 51-მდე აღწევს.

**საერთაშორისო ქვეყნები, სადაც Air Cairo ოპერირებს, შემდეგია:**

სომხეთი, [ავსტრია](https://avia.ge/avistriis-aviabiletebi/), ჩეხეთი, საქართველო,
დანია, იტალია, გერმანია, უნგრეთი, პოლონეთი, შვეიცარია, სლოვაკეთი, სერბეთი, იორდანია,
ქუვეითი, საუდის არაბეთი, ყატარი, უზბეკეთი.

საქართველოს მიმართულებით Air Cairo – მ ოპერირება 2014 წელს დაიწყო. ავიაკომპანია 
რეისებს ასრულებდან [შარმ-ელ-შეიხი](https://avia.ge/aviabiletebi-sharm-el-sheikh/)
დან და ჰურგადადან. დღეისათვის კი, ეარ კაირო მხოლოდ შარმ-ელ-შეიხსა და თბილისს შორის
ოპერირებს.

ავიაკომპანიის ფლოტში 10 საჰაერო ხომალდია, მათგან 6 Airbus A320-200, ხოლო 4 Airbus
A320neo ტიპის ხომალდებია.
