ავიაბილეთები ყველაზე იაფად

იტალიაში, ამალფის სანაპიროზე, ახალი აეროპორტი გაიხსნა

ახალი აეროპორტი იტალიაში

იტალიაში, ამალფის სანაპიროზე, ახალი სამგზავრო აეროპორტი – Salerno Costa d’Amalfi Airport ამოქმედდება. აეროპორტი სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზეა ბაზირებული. ის 2016 წელს მთლიანად დაიხურა, ახლა კი ისევ დაიწყო ფუნქციონირება.

ამჟამად, სანაპიროსთან უახლოესი კომერციული აეროპორტი, რომელსაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ნეაპოლის საერთაშორისო აეროპორტია. ის ამალფიდან 65 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და წელიწადში 10 მილიონზე მეტ მგზავრს იღებს, ეს კი აეროპორტში საცობებს იწვევს. ამ პრობლემის გადასაჭრელად, იტალიის საავიაციო ხელისუფლებამ ყოფილი სამხედრო აეროდრომის ბაზის რეკონსტრუქცია და ფრენების განახლება გადაწყვიტა.

სალერნო-კოსტა დ’ამალფის აეროპორტი ამალფიდან 45 კმ-ში მდებარეობს, ხოლო სალერნოდან კი 21 კმ-ში. აეროპორტი მუშაობას 11 ივლისიდან იწყებს.

 

როგორც უკვე ცნობილია, აეროპორტიდან ფრენებს ესპანური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Volotea ხვალ განახორციელებს. ავიაკომპანია EasyJet -ი კი მგზავრებს ფრენებს ლონდონისა და ბაზელის მიმართულებით შესთავაზებს. აეროპორტიდან იფრენებს სხვა ავიაკომპანიებიც შეასრულებენ და რეისებს იტალიის სხვადასხვა ქალაქსა და საფრანგეთში შესთავაზებენ მგზავრებს.

აღსანიშნავია, რომ აეროპორტში გაფართოვდა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი. გარდა ამისა, 2026-2027 წლებამდე იგეგმება ახალი ტერმინალის აშენება. განვითარების გეგმის მიხედვით, 2043 წლისთვის, ახალი აეროპორტი წელიწადში 6.000.000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

დაჯავშნე იტალიის ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907 

Exit mobile version