# Turkish Airlines-ის ბორტზე ბავშვი დაიბადა

- Link: https://avia.ge/a-baby-was-born-on-the-plane/
- Published: 2022-09-07T13:15:33+04:00
- Author: Anuka Robakidze

თურქული მედიის ინფორმაციით, [Turkish Airlines](https://avia.ge/airlines/turkish-airlines/)-
ის **ბორტზე ბავშვი დაიბადა**. ნიგერიის მოქალაქეს, რომელიც სტამბოლი-მანჩესტერის რეისით
მგზავრობდა, ფრენის დროს, **თვითმფრინავში გოგონა შეეძინა**.

მთავარი ბორტგამცილებელის თქმით, როდესაც მგზავრს ტკივილები დაეწყო, საჭირო იყო სწრაფი
მოქმედება. ამიტომ, ბორტის ეკიპაჟმა გადაწყვიტა, რომ თავად დახმარებოდნენ ქალბატონს.
საბედნიეროდ, თვითმფრინავში აღმოჩნდა ექიმიც.

საბოლოოდ, თურქული ავიაკომპანია **Turkish Airlines**-ის თვითმფრინავი ვენაში ავარიულად
დაეშვა, სადაც დედა და ახალშობილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადავიდნენ.
